დიდი ხანია, ფიქრობთ, შეიჭრათ თუ არა თმა მოკლედ და ვერა და ვერ გადაგიწყვეტიათ? გთავაზობთ რამდენიმე ვარსკვლავს, რომლებმაც თამამად გარისკეს, მოკლე ვარცხნილობა შეარჩიეს და ძალიან მოიხდინეს ის.
11 მოდური მოკლე ვარცხნილობა
ნატალი პორტმანმა კარდინალურად გადაჭრა თმის დავარცხნის პრობლემა და ულტრამოკლედ შეიჭრა თმა. უდავოა, მას ძალიან უხდება!
შარლიზ ტერონის უამრავი თაყვანისმცემელი შოკირებული იყო, როდესაც თავისი კუმირი მოკლე თმით იხილა, მაგრამ ამას მსახიობის გარეგნობა კი არ გაუფუჭებია, პირიქით - განსაკუთრებული იერი შემატა მას.
გრძელი, დახრილი "ჩოლკა" არბილებს მოკლე ვარცხნილობის მოხაზულობას. მიშელ უილიამსი შესანიშნავად გამოიყურება ასეთ თმაში!
ენ ჰეთეუეი მოკლე ვარცხნილობის სხვადასხვა ვარიაციის დემონსტრირებას ახდენს.
თუ თქვენ ოდრი ტოტუს მსგავსად ხვეული თმა გაქვთ, ეს გახლავთ კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიჭრათ თმა მოკლედ. ბუნებრივი დალალები თავად ქმნის მოდურ ვარცხნილობას.
კირა ნაითლი დაუდევარი მოკლე ვარცხნილობით გამოდის პუბლიკის წინაშე... და სწორადაც იქცევა!
მოკლე ვარცხნილობა შესანიშნავად უსვამს ხაზს უაინონა რაიდერის სახის ნაკვთებს.
კეტი ჰოლმსმა თმა შეიჭრა და არ შემცდარა! ასეთი ვარცხნილობა მდიდრულ წვეულებასაც და ყოველდღიურ სტილსაც შეეფერება.
აი, ვისაც ნამდვილად ეხერხება მოკლე ვარცხნილობის მორგება, ეს არის - შერონ სტოუნი! შერონის მოკლე თმა უმალვე აქრობს რამდენიმე წელიწადს და სახეს აცოცხლებს.
არტჰაუსის დედოფალს მოკლე თმა ყოველთვის როდი ჰქონია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვარცხნილობამ მას მეტი იდუმალება შემატა.
პინკის მსგავსი მოკლე ვარცხნილობა როკ-ენ-როლის ეპოქის გათანამედროვებულ იერს ქმნის.