რჩევები

ქალის 9 beauty-პრობლემა, რომელსაც მამაკაცი ვერ ამჩნევს

ქალის 9 beauty-პრობლემა, რომელსაც მამაკაცი ვერ ამჩნევს
სილამაზესთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა, რომელსაც გოგონა ებრძვის, მამაკაცისთვის უხილავია. ასე რომ, გამოდის, ქალი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ლამაზდება.
თუმცა, საინტერესოა, მაინც რას ვერ ამჩნევს მამაკაცი. გამოკითხვაში ათეული მამაკაცი მონაწილეობდა.

პედიკიურის არარსებობას

მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა ფერის ლაქი გისვია ფეხის ფრჩხილებზე. მაინც ვერ ხედავს იმის აზრს, რატომ უნდა შეიღებო ფრჩხილები. შენ შეიძლება პედიკიურის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია, მამაკაცი კი მას ქალის ჭირვეულობად აღიქვამს.

bad pedicure gif-ის სურათის შედეგი

შესასწორებელი წარბები

თუ წარბების კორექცია რამდენიმე დღით დაგიგვიანდა, ამას მარტო შენ ამჩნევ, მამაკაცი
- ვერა, თუ თავად არ გაამახვილებ ყურადღებას.

eyebrows gif-ის სურათის შედეგი

მოზრდილი ნუნები

მამაკაცისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოიჭრა ნუნები. არც იცის, სადაა ეს ნუნა. როცა ფრჩხილებზე გიყურებს, მკვეთრი ფერის მანიკიურს ამჩნევს, მხოლოდ მას.
bad manicure gif-ის სურათის შედეგი

ცელულიტი

თუ თავად არ დაანახვებ ცელულიტს, ვერც მიხვდება, რა არის. თუ ისე მოიქცევი, ვითომ იდეალური უკანალი გაქვს, თავადაც ასე იფიქრებს.

gif celutite-ის სურათის შედეგი

გადამძვრალი მანიკიური

თუ ფრჩხილებზე მანიკიური ერთი თვის წინ წაისვი და მისი კვალი ალაგ-ალაგ ატყვია ფრჩხილებს, ალბათ შეამჩნევს, მაგრამ თუ ახალწასმულ ფრჩხილებზე ერთ ადგილას გადაგძვრა ლაქი, ამას ვერ შეამჩნევს.

gif manicure-ის სურათის შედეგი

ბოლოჭამიები თმაზე

საერთოდ არ იცის, რა არის ბოლოჭამია და ნურც გააგებინებ. თმის ბოლოების კონტროლს მაინც არ დაგიწყებს.

bad hair gif-ის სურათის შედეგი

შესაღები თმის ძირები

კვლევამ დაადგინა, რომ ზოგიერთი მამაკაცი საერთოდ ვერ ამჩნევს თმის ფერის ცვლილებას ქალის თავზე. რა თქმა უნდა, თმა უნდა შეიღებო, მაგრამ შესაღებ თმის ძირებს მამაკაცი ვერ ამჩნევს.

დაკავშირებული სურათი

შავი წერტილები სახეზე

თავად როგორ ამჩნევ ამ შავ წერტილებს, ასევე გაკვირდება შენი მამაკაცი? მისთვის ლამაზი ხარ შავი წერტილებითაც. მოიშორე ისინი, მაგრამ მათ არსებობას ის მაინც ვერ შეამჩნევს.
gif face dots-ის სურათის შედეგი

მოულოდნელად გაჩენილი მუწუკი

პაემანზე წასვლის წინ ამოსული მუწუკი ბევრი ქალისთვის საშინელი მოვლენაა, რომელსაც მამაკაცი ვერც შეამჩნევს. თუ დაანახვებ კიდეც, მისთვის მნიშვნელობა არ ექნება. ნუ ინერვიულებ იმის გამო, რაც მამაკაცისთვის შეუმჩნეველია, კონსილერი წაისვი.

დაკავშირებული სურათი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
მარიამი
აბა რას ამჩნევს სისულელეა ყველაფერს კარგად ხედავენ თუ ალი აინტერესებთ
22:31 / 23-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჩემი ქმარი ყველაფერს ამჩნევს.
15:34 / 24-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93