ზამთარ-ზაფხულ თოვლი გადევთ მხრებზე მუდმივად? ქერტლის პრობლემა უამრავ ფულს გახარჯვინებთ ძვირად ღირებულ საშუალებებზე? დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ ამ უსიამოვნებისგან გასათავისუფლებელი საშუალებების რეცეპტებს.
სანამ ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებებს გამოიყენებთ, რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი და ტკბილი საკვები უნდა გამორიცხოთ. შესაძლოა, ქერტლის გამომწვევი მიზეზი არასწორი კვება იყოს.
როგორ გავთავისუფლდეთ ქერტლისგან სწრაფად
ვაშლის ძმარს უძველესი დროიდან მხოლოდ კულინარიული დანიშნულებით არ იყენებდნენ. მისი სასარგებლო თვისებები დადებითად ზემოქმედებს თმაზე. შეურიეთ ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი ნახევარ ჭიქა წყალს. შეიზილეთ თავის კანში და გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.
ეს საშუალება ძმარზე არანაკლებ ეფექტურია. შეურიეთ 4 ჩ.კ. სოდა ცოტაოდენ წყალს და შეიზილეთ თავის კანში. გაიჩერეთ 3 წუთით და დაიბანეთ გრილი წყლით.
ზეითუნის ზეთი
მასაჟი ზეითუნის ზეთის გამოყენებით არა მხოლოდ გაგიმაგრებთ თმის ფოლიკულებს, არამედ კანს დაიცავს გამოშრობისგან. პროცედურის შემდეგ შეიხვიეთ თავი პირსახოცით და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.
ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი
შეურიეთ ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი პროპორციით 1 : 5-ზე, წაისვით თავზე და გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ.
თუ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ ქერტლი არ გაქრა, მიმართეთ გამოცდილ ტრიქოლოგს და ჩააბარეთ ყველა საჭირო ანალიზები სამკურნალოდ.