ვაზელინი სილამაზისთვის, მისი 10 გამოყენება, რომელიც აქამდე არ იცოდით - Marao

ვაზელინი სილამაზისთვის, მისი 10 გამოყენება, რომელიც აქამდე არ იცოდით

2016-08-19 11:36:20+04:00

მოემზადეთ, ახლა მოგიყვებით, რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაზელინი.

  1. ტუჩები - საუკეთესო საშუალებაა ტუჩების დასატენიანებლად. ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ტუჩები არც დაგისკდებათ და არც გამოგიშრებათ.
  2. კანი - იდეალური დამცავია კანისთვის, თმის შეღებვის დროს. მისი დახმარებით კანზე ლაქები აღარ გაგიჩნდებათ.
  3. წარბები - საუკეთესო ფიქსატორია დაუმორჩილებელი და ხშირი წარბებისთვის. სპეციალური ჯაგრისით გადაისვით წარბებზე და ისინი ფორმას მთელი დღე შეინარჩუნებენ.
  4. წამწამები - თუ გრძელ და ხშირ წამწამებზე ოცნებობთ, წაისვით ვაზელინი ძილის წინ, დაიტოვეთ მთელი ღამე და შედეგი არ დააყოვნებს.
  5. ქერტლი - საუკეთესო საშუალებაა ქერტლთან საბრძოლველად. დაიბანეთ თავი, ნახევარი საათის შემდეგ კი ვაზელინის მცირე რაოდენობა კანზე წაისვით. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე და ცოტა ხანში თმა და თავის კანი გამოგიჯანმრთელდებათ.
  6. დამატენიანებელი - სახის კანისთვის ვაზელინზე საუკეთესო დამატენიანებელს ვერ მიაგნებთ. თუ დასიებული თვალებით იღვიძებთ, თვალების ქვეშ ტომსიკები გაგიჩნდათ, ძილის წინ თხელ ფენად გადაისვით კანზე ვაზელინი.
  7. მაკიაჟი - იდეალური საშუალებაა მაკიაჟის მოსაცილებლად. ერთდროულად კანსაც გაგისუფთავებთ და თან დაგიტენიანებთ.
  8. თმის ძირებისთვის - თუ თმის ძირები გამომშრალი და უსიცოცხლო გაგიხდათ, სამ დღეში ერთხელ ვაზელინი შეიზილეთ.
  9. ტერფებისთვის - ძილის წინ ტერფებზე მცირე რაოდენობით ვაზელინი შეიზილეთ, რათა კანი არ გაგიუხეშდეთ.
  10. ფრჩხილები - იმისათვის, რომ მანიკიურის წასმის დროს ფრჩხილების გარშემო კანი არ დაისვაროთ, წინასწარ წაისვით ვაზელინი. ამგვარად, ზედმეტი ლაქი თითებს აღარ დაგისვრით.