ყველა ქალი ოცნებობს თვალისმომჭრელ ღიმილზე, მაგრამ ყავა, ჩაი და სიგარეტი ამუქებს კბილის ემალს. კბილების გათეთრება სტომატოლოგიურ კლინიკაშიც შეიძლება, მაგრამ ეფექტს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ.
ჩვენ კი უნიკალური, სწრაფი წესი ვიცით, რაც კბილების გათეთრებას და მათ ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
ინგრედიენტი მხოლოდ ნატურალურია - ქოქოსის ზეთი.
ქოქოსის ზეთი კბილების უნიკალური მათეთრებელია. ის კბილებისთვისაც სასარგებლოა და მთელი ორგანიზმისთვისაც. ქოქოსის ზეთი ანტიბაქტერიულია, ამაგრებს კბილის ემალს, აჯანსაღებს ღრძილებს და იცავს კბილებს კარიესისგან. გარდა ამისა, იგი მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს პირიდან.
1. ყოველ დილით, კბილების გამოხეხვამდე, პირში ჩაიგუბეთ 1 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი და გამოივლეთ პირის ღრუ.
2. ეფექტის გასაუმჯობესებლად პროცედურა 10 წუთამდე გაზარდეთ.
3. იმის შემდეგ, რაც პირის ღრუს კარგად დაიმუშავებთ ქოქოსის ზეთით, შეგიძლიათ კბილები გამოიხეხოთ.
პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე. რამდენიმე დღეში ნახავთ, როგორ გაგითეთრდათ კბილები, ღიმილი კი თვალისმომჭრელი გაგიხდათ.