ყველა პროცედურიდან თმის მოცილება ყველაზე უსიამოვნოა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალის ცოდნა.
ამოპუტვა
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხი. მეთოდის ძირითად საშიშროებას ბინძური პინცეტით ინფექციის შეჭრა წარმოადგენს. ეს არ მოხდება, თუ პინცეტს ყოველდღიურად საპნით გავრეცხავთ და კარგად გავამშრალებთ.
დეპილაცია ცვილით
ცვილი ტუჩს ზემოთ, ლოყებსა და ნიკაპზე თხელი თმების მოცილების საშუალებას იძლევა.
მეთოდის მინუსები: უხარისხოდ ჩატარებული პროცედურა იწვევს თმის გაწყვეტას და შემდგომ ჩაბრუნებას. წაიკითხეთ გამოხმაურებები სალონზე, სანამ ეწვევით.
გაპარსვა
მითების მიუხედავად, პარსვა არ აუხეშებს თმას და არ უწყობს სწრაფად ზრდას ხელს. შეგიძლიათ თუნდაც ყოველდღიურად გაიპარსოთ სახე, ამას ვერავინ შენიშნავს. ხშირად გამოცვალეთ საპარსი და გამოიყენეთ საპარსი კრემი.
ამოპუტვა ძაფით
თმის მოცილების აზიური მეთოდი. არსებობს ლეგენდა, რომ ეს პრაქტიკა ანელებს თმის ზრდის პროცესს, მაგრამ ეს ასე არ არის. იმით, რომ თმა ამოვიგლიჯეთ, არაფერი იცვლება.
დეპილაციის კრემები
თანამედროვე კრემებს არცთუ ისე ცუდი სურნელი აქვს, მაგრამ მეთოდი იგივე დარჩა - ქიმიურად ირღვევა კერატინი და თმა სცილდება სახეს.
მეთოდის საფრთხე მდგომარეობს შესაძლო ალერგიაში გარკვეულ კომპონენტებზე. გამოყენებამდე დატესტეთ - წაისვით ცოტაოდენი კრემი ფეხზე, სანამ სახეზე წაისვამთ.
ლაზერული მოცილება
პრაქტიკული, მაგრამ ძვირად ღირებული პროცედურა. ლაზერული სხივი წვავს ფოლიკულებს, თმა არ იზრდება და სამუდამოდ ქრება. მეთოდის მინუსები: ცუდად მოქმედებს ღია ფერის ან თხელ თმაზე, შესაძლოა, რამდენიმე პროცედურა დაგჭირდეთ, რაც დიდ თანხასთან არის დაკავშირებული.
ელექტროლიზი
თმის სამუდამოდ მოსაცილებელი კიდევ ერთი მეთოდი. უხდება ღია ფერის მქონე ადამიანებს, რომლებსაც ლაზერული დეპილაცია არ შველის. მეთოდის მინუსი: წარმოუდგენლად მტკივნეულია.