ნებისმიერი ქალი ოცნებობს ხავერდოვან, ლამაზ კანზე, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ამ მიზნის მისაღწევი საშუალება ხელთ აქვს!
შვრიის ფაფა - სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. B, PP, E, H ჯგუფების ვიტამინები, რკინა, იოდი, მაგნიუმი, ასევე, ფოსფორი და ფტორი ამ პროდუქტს კანის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ხდის.
დაბანა შვრიით
შვრიით დაბანა - გახლავთ უნივერსალური და ყველაზე ხელმისაწვდომი პროცედურა კანის იდეალურ მდგომარეობამდე მისაყვანად. აიღეთ ერთი მუჭა შვრიის ფაფა და ერთი წუთით თბილი წყლის ნაკადს შეუშვირეთ. შემდეგ დამბალი ფანტელი ფრთხილად შეიზილეთ კანზე. შეგიძლიათ რამდენიმე წუთით გაიჩეროთ.
პროცედურა 3 1-ში: ანაცვლებს სკრაბს, ნიღაბსა და გაწმენდას. უკვე 1 კვირის შემდეგ შენიშნავთ შედეგს. შვრია წმენდს ფორებს, კანს ამარაგებს სასარგებლო ნივთიერებებით.
უნდა აღინიშნოს, რომ შვრიის პროცედურა უხდება ნებისმიერი ასაკისა და კანის ტიპის მქონე ქალებს. მას უკუჩვენება, ფაქტობრივად, არ გააჩნია!