კორეელი ქალების კანი იდეალურად გამოიყურება: გადატკეცილი, სუფთა, თითქმის ფაიფურის. საქმე მხოლოდ გენეტიკაში კი არა, მოვლაშიცაა. სახის კანს კორეელი ლამაზმანები განსაკუთრებულად უვლიან.
1. ლოკოკინას ლორწო
კორეული კრემების ერთ-ერთი პოპულარული შემადგენელი კომპონენტია. მართალია, უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ასეა. 1960 წელს ლოკოკინას ლორწო გამოიკვლიეს და გაირკვა, რომ მას აქვს აღდგენის ეფექტი და რაც მთავარია, შეიცავს კოლაგენსა და ელასტინს. იმას, რაც კანს სჭირდება.
2. გაწმენდა
კანის საღამოს გაწმენდას კორეელები 15 წუთს უთმობენ. კორეელებმა გამოიგონეს ჰიდროფილის საპონი, რომელიც სახიდან ნებისმიერ ჭუჭყს და გამძლე კოსმეტიკას მოგაცილებთ. პირველი ეტაპი დაბანაა - მეიკაპის საპნით მოშორება. მეორე ეტაპი -რბილი გაწმენდა ქაფით და მესამე ეტაპი - სკრაბი, საშუალება, რაც ასუფთავებს ფორებს და კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს.
3. ბბ-კრემი ტონალურის ნაცვლად
კორეელი ქალები არ იყენებენ ტონალურ კრემს, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი აშრობს კანს და არ შეიცავს მისი მოვლის საშუალებებს. ბბ-კრემი კი ჰიბრიდია ტონალური და დამატენიანებელი კრემებისა.
4. სიახლეები
ამერიკული და ევროპული ბრენდებისგან განსხვავებით, კორეელები ბესტსელერებს წლობით და ათწლეულობით არ უშვებენ. კორეელები დარწმუნებულები არიან, რომ კანი ეჩვევა მოვლის საშუალებების ინგრედიენტებს, რაც საზიანოა კანისთვის და მათ ხშირად ცვლიან.
5. მზისგან დაცვა
იშვიათად, რომ მზეს მიეფიცხონ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მაღალი PFF-ფაქტორის კრემი უსვიათ. მათ ეშინიათ ნაოჭების და მაქსიმალურად უფრთხილდებიან კანს.
6. ნაჭრის ნიღბები
კორეული ბიუთი-რიტუალია. ბამბის ქსოვილი შეიცავს ალოეს, პროტეინებს, ლოკოკინას ლორწოს, თიხას. ნიღაბი ატენიანებს კანს. მას ყოველ საღამოს იკეთებენ.
7. ზეთი, ზეთი და კიდევ ბევრი ზეთი
აზიელებს უყვართ კანის ზეთით დაზელვა. კორეელი ქალები სახეზე ყოველდღე ისვამენ ქოქოსის, არგანისა და სხვა ეთერზეთებს.
8. პატჩი თვალების ქვეშ
თვალების გარშემო კანს განსაკუთრებით უვლიან, რადგან იგი თხელია და მიმიკური ნაოჭები მასზე ადრეულ ასაკში ჩნდება. ამისთვის პატჩის ნიღაბს იკეთებენ, რომელიც კოლაგენს შეიცავს, ნივთიერებას, რომელიც ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
9. ნიღბები
ზღვის პროდუქტების, თხის რძის, ლოკოკინას ლორწოსა და სხვა ნატურალური ნივთიერებებისგან დამზადებულ ნიღბებს კორეელები ყოველდღიურად იკეთებენ. საღამოობით კორეელ ქალებს სახის მოვლის რიტუალი აქვთ: თანმიმდევრობა ასეთია: ნიღაბი, ზეთი, დამატენიანებელი კრემი.
10. პილინგი
შინაურული პილინგით სახის გაწმენდა კორეელი ქალების მოგონილია. მას კვირაში ორ-სამჯერ იკეთებენ და მიაჩნიათ, რომ ამიტომაც აქვთ კარგი კანი, რომ ჯერ ისუფთავებენ, შემდეგ კვებავენ და ატენიანებენ.
წყარო: psyfor.life