რჩევები

7 მეთოდი დიეტისა და ვარჯიშის გარეშე ბრტყელი მუცლის მისაღებად

7 მეთოდი დიეტისა და ვარჯიშის გარეშე ბრტყელი მუცლის მისაღებად
ზღვის სეზონი დასრულდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრტყელ მუცელზე ოცნებას თავი უნდა დავანებოთ. ამ ოცნების ასრულება არც თუ ისე ძნელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. არ არის აუცილებელი, თავი დიეტებითა და ვარჯიშით დაიტანჯოთ. ცნობილი ინსტრუქტორებისა და დიეტოლოგების აზრით, საკმარისია ამ 7 მარტივი წესის დაცვა:

წესი #1: გამართეთ ზურგი

დაიწყეთ მარტივი რამით: ნუ მოიხრებით ზურგში. ამით თქვენ ზურგის ტკივილსაც აირიდებთ და ავტომატურად დაიწყებთ მუცლის კუნთების სტიმულირებას.

წესი #2: სვით მეტი წყალი
Пейте больше воды
თუ ორგანიზმს სითხე არ
ჰყოფნის, ის ავტომატურად აგროვებს მას. შედეგად კი ზედმეტ კილოგრამებს ვიღებთ. დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი - რამდენიმე ხანში თავად დარწმუნდებით, თუ როგორი დადებითი ეფექტი აქვს ამას.

წესი#3: ნუ იჩქარებთ ჭამის დროს

საკვები კარგად დაღეჭეთ, ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იმუშავებს კუჭ-ნაწლავი. გარდა ამისა, თუ სწრაფად მიირთმევთ, დიდი ალბათობით საკვებთან ერთად ზედმეტ ჰაერსაც ჩაყლაპავთ, რომელიც შებერილობის მაპროვოცირებელია.

წესი#4: მიიღეთ პრებიოტიკები


პრებიოტიკები - ბაქტერიები, რომლებიც საკვების მონელებას უწყობს ხელს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს ებრძვის. ყოველდღიურ რაციონში დაამატეთ რძის პროდუქტები, რომლებიც ამ სასარგებლო ბაქტერიებითაა მდიდარი.

წესი# 5: ისეირნეთ მეტი

Больше гуляйте
30-წუთიანი გასეირნება სავარჯიშო კომპლექსის ტოლფასია. ამიტომ, თუ იდეალურ პრესზე ოცნებობთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ყოველდღე.

წესი #6: მიიღეთ ვიტამინები

ამერიკელი ექიმების აზრით, იდეალური პრესის მისაღებად საჭიროა B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის მიღება. ეს ვიტამინები ორგანიზმს ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებაში, რომლებსაც შეუძლიათ წელის არეში ცხიმის დაწვა.

წესი #7: ისწავლეთ მოდუნება

Научитесь расслабляться
როდესაც თქვენი ორგანიზმი მუდმივ სტრესშია, მისი უამრავი პროცესი ნელდება ან ირღვევა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის. ამიტომ, მეტი დრო დაუთმეთ ძილს და იპოვეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მოგადუნებთ. ამ გზით დაარეგულირებთ ორგანიზმის პროცესებს, შედეგად კი შებერილობა და კუჭის სხვა პრობლემები არ შეგაწუხებთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93