რჩევები

ლიმონის ნიღბის 5 სუპერრეცეპტი სახის კანის უზადო და ჯანმრთელი ფერის მისაღებად

ლიმონის ნიღბის 5 სუპერრეცეპტი სახის კანის უზადო და ჯანმრთელი ფერის მისაღებად
კანის ბრწყინვალება და უზადო ფერი ნებისმიერი ქალის ოცნებაა. და ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ამას უნდა დაემატოს - "ბუნებრიობა".
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, ბუნებრიობა საუკეთესო საშუალებაა სილამაზის დასახვეწად.

ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი კომპონენტი გახლავთ ლიმონი. ის არა მხოლოდ ეხმარება კანის გაღიავებაში, არამედ კურნავს კანთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას. გთავაზობთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტს ლიმონის დამატებით, რომლებიც დაგეხმარებათ კანის ტონუსის გაუმჯობესებაში.

1. ლიმონის წვენი

დაწურეთ ლიმონი და წაისვით წვენი სახეზე ბამბის დისკის მეშვეობით. ამ
ნიღბის ყოველდღიური გამოყენება გააუმჯობესებს კანის ფერს, ასევე, გაგათავისუფლებთ ლაქებისა და იარებისგან.

2. ლიმონი, პომიდორი, კურკუმა

შეურიეთ 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. ტომატის წვენი და 1 მწიკვი კურკუმა. ლიმონის, ტომატისა (ლიკოპინები და ანტიოქსიდანტები) და კურკუმას (ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება) დადებითი ზემოქმედება სახის კანისთვის საოცარი შედეგის მომტანია. წაისვით ეს პასტა სახეზე და გაიჩერეთ 1 საათით. შემდეგ დაიბანეთ.

3. ლიმონი, რძე და თაფლი
შეურიეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. რძის ფხვნილი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ. გამოიყენეთ ეს ნიღაბი ყოველდღიურად კანის გასაღიავებლად.

4. ლიმონი და ქოქოსის წყალი

ლიმონისა და ქოქოსის წყლის ნარევი არამხოლოდ აუმჯობესებს კანის ფერს, იგი შესანიშნავად მოქმედებს, როგორც დამატენიანებელი საცხი და გამწმენდი საშუალება. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ქოქოსის წყალს და გამოიყენეთ, როგორც ნიღაბი.

5. ლიმონი და სანდალის ხე
ნახევარი ლიმონის წვენი შეურიეთ 4 კოვზ სანდალის ხის ფხვნილს. თუ მასა ერთგვარი არ გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. წაისვით პასტა სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ეს ნიღაბი კანს გააღიავებს, ასევე, დაარბილებს და მოგაცილებთ ლაქებს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მარიამი
რამდენი ხნის განმავლობაშია დასასშვები ნიღბის გაკეთება?
16:09 / 30-10-2018
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
პირველი ნიღაბი რამდენი წუთი შეიძლება გავიჩეროთ?
01:20 / 30-10-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30