რჩევები

სახის კრემის სწორად წასმის 5 მარტივი ინსტრუქცია

სახის კრემის სწორად წასმის 5 მარტივი ინსტრუქცია
ყველას სმენია, რომ საცხი განსაკუთრებული მეთოდით უნდა წავისვათ, რათა კანი არ დაიჭიმოს ან არ დანაოჭდეს - ეს მართალია. ამიტომაც გთავაზობთ სახის მოვლის საშუალებების წასმის 5 მარტივ ინსტრუქციას.

გამწმენდი საშუალებები

დაირბილეთ კანი თბილი წყლით, იმისათვის, რომ დატენიანდეს და გაიხსნას ფორები. გამონაკლისი - გამწმენდი ზეთები, რომლებიც მშრალ კანზე უნდა წაისვათ.
თითებით ნაზად შეიზილეთ გამწმენდი საშუალება. იმოძრავეთ ცენტრიდან. ამ გზით გააუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და საცხის მეტი რაოდენობა ნებტრში დარჩება, სადაც კანი უფრო ცხიმიანია. დაიბანეთ ცივი წყლით, ეს დახურავს ფორებს. რბილად
გაიმშრალეთ.


დამატენიანებელი საცხი


საცხს პირიქით ისვამენ - გარედან ცენტრისკენ, რათა ცენტრი ნაკლებად დატენიანდეს - კანი ამ ადგილებში მეტად ცხიმიანია.

თვალის საცხი

წაისვით ცოტაოდენი საცხი ქვედა ქუთუთოებზე ნეკა თითით. ნაზად წაისვით თვალის კუთხემდე, ნუ დაჭიმავთ კანს. არ წაისვათ ზედა ქუთუთოზე, ეს თვალების წვას გამოიწვევს.

ყელის კანის საცხი

აქ ყველაფერი მარტივადაა: წაისვით მუდამ ქვემოდან ზევით ნაზად. ნუ შეიზელთ, ნუ დაჭიმავთ კანს.

ავტორუჯი ან რუჯის საცხი

საცხის წასმის მიმართულებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია თანმიმდევრობის დაცვა: საცხის წასმას ვიწყებთ ყელიდან. ამ გზით თავს აარიდებთ სახეზე ზედმეტი საცხის მოხვედრას.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი