რუჟს შეუძლია სახეს დასვენებული და განახლებული იერი მისცეს, ასევე, შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს. ნუ დაუშვებთ ამ პოპულარულ შეცდომებს!
ძალიან სქლად ისვამთ
ამ შემთხვევაში ზედმეტს ნაკლები ჯობია. თუ გეჩვენებათ, რომ ყვრიმალები საკმარისად გამოკვეთილი არაა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუმატოთ რუჟი. მაკიაჟის მოცილება და თავიდან წასმა კი გაცილებით უსიამოვნოა.
არასწორ ადგილებზე ისვამთ
დამახსოვრების ყველაზე მარტივი ხერხი, თუ სად უნდა წაისვათ რუჟი: გაიღიმეთ მთელი ძალით. შესახედავად არცთუ ისე ლამაზია, მაგრამ ეს გვჭირდება. წაისვით რუჟი ლოყების ყველაზე გამოკვეთილ უბნებში, შემდეგ ფუნჯით მიჰყევით სახის კონტურს.
არ ათანაბრებთ რუჟს
თუნდაც სპეციალურ ფუნჯს იყენებდეთ, ნუ დაივიწყებთ სპონჟით ან უბრალოდ თითებით რუჟის გათანაბრებას. რუჟს გამოკვეთილი საზღვრები არ უნდა ჰქონდეს.
არასწორი ტექსტურა შეარჩიეთ
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეარჩიეთ გელის ან სტიკის რუჟი: ხარისხიანად თუ გაათანაბრებთ, ის მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება. მშრალი კანისთვის კი ეს ტექსტურა შეუფერებელია, უმჯობესია, კომპაქტური რუჟი შეარჩიოთ.
არასწორი ფუნჯი შეარჩიეთ
სამწუხაროდ, ის ფუნჯი, რაც რუჟს მოჰყვება, გასათანაბრებლად გამოუსადეგარია. სწორი ფუნჯია - დიდი, ფაფუკი, მომრგვალო, გრძელი ყუნწით.
არასწორი ფერი შეარჩიეთ
რუჟის იდეალური ფერი თქვენს ბუნებრივ კანის ფერს უნდა ემთხვეოდეს. ამის გამოსავლენი უმარტივესი ხერხი გახლავთ: დაიზილეთ ლოყები და შეუსაბამეთ რუჟი მიღებული კანის ფერს და დაიმახსოვრეთ, ყავისფერი და სტაფილოსფერი კანი არ არსებობს!