რჩევები

გსურს, შეცვალო შენი ცხოვრება? - შეიცვალე ვარცხნილობა! ვარცხნილობები, რომლებიც 2017 წელს მოდური იქნება

გსურს, შეცვალო შენი ცხოვრება? - შეიცვალე ვარცხნილობა! ვარცხნილობები, რომლებიც 2017 წელს მოდური იქნება
ქალებს მუდამ რადიკალური ცვლილებები სურთ: გრძელი თმის შეჭრა, ხვეულის გასწორება, სწორის დახვევა... თმის ფერის ცვლილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

ახალი იმიჯის შერჩევა, ცოტა არ იყოს, რთულია. ამიტომ გთავაზობთ 2017 წლის ვარცხნილობების ტენდენციებს. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული და თქვენს ხასიათსა და იმიჯს მორგებული ვარცხნილობა. 

2017 წლის მოდური ვარცხნილობები


დაუდევარი ბუნებრიობა კვლავ მოდაშია. ოდნავ ტალღოვანი, არეული თმა, თითქოსდა ახლა გაშრა ზღვაში ნებივრობის შემდეგ - იდეალური ვარიანტია ქალებისთვის, რომლებსაც დრო არასოდეს ყოფნით. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ არსებობს ზღვარი მსუბუქ დაუდევრობასა და
მოუვლელ იერსახეს შორის.
ასეთი ვარცხნილობა არ მოითხოვს დასაფიქსირებელ საშუალებებს და ვარცხნილობის შესაქმნელ პროფესიონალურ ცოდნას. ის გამოირჩევა უნივერსალურობით, უხდება სახის ნებისმიერ ტიპს. უხდება როგორც ახალგაზრდას, ასევე, ხანშიშესულ ქალს.
модные стрижки 2017 года

კარდინალურად განსხვავებული ტრენდია - სწორი, იდეალურად შეჭრილი თმა. ასეთი სწორი შეჭრა სინატიფეს მატებს როგორც გრძელ, ასევე მოკლე თმას. ასეთი ეფექტის მიღება თმის შესაჭრელი მანქანით არის შესაძლებელი. ეს ვარცხნილობა არ მოუხდება თხელი თმის მქონეთ.
модные стрижки 2017 женские

модные стрижки 2017 для тонких волос

სწორი "ჩოლკა" სეზონის ჰიტი ხდება. არ არის აუცილებელი, სქელი და წარბებამდე ჩამოშვებული იყოს.
მიაქციეთ ყურადღება: ნებისმიერი "ჩოლკის" სიგანე უნდა განისაზღვრებოდეს თვალების შიდა კუთხით, სხვაგვარად, სახე არაბუნებრივად ფართო გამოჩნდება. ასევე ჩოლკა არ უხდება ძალიან ვიწრო შუბლის მქონე გოგონებს.
модные стрижки 2017 с челкой

модные прически 2017 года

კასკადი მოდაში ბრუნდება. ის უხდება მოკლე და გრძელ თმასაც. უზადოდ გამოიყურება ასეთი თმა, თუ ოდნავ დავახვევთ.
модные стрижки 2017 средняя длина

модные стрижки 2017 после 40

ბიჭური ვარცხნილობა კვლავ პოპულარობის პიკზეა. ასეთ ნაბიჯს მხოლოდ ძალიან თამამი გოგონები თუ გადადგამენ, მაგრამ მამაკაცების აზრით, ეს ძალიან სექსუალურია. მაგრამ ეს ვარცხნილობა მხოლოდ მაღალ და თავის ქალის იდეალური ფორმის მქონე გოგონებს უხდება.
модные прически 2017 на короткие волосы
модные стрижки 2017 для коротких волос
модные стрижки каре
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93