რჩევები

10 უნაკლო ქალი, რომელთა ასაკი გაგაოცებთ

10 უნაკლო ქალი, რომელთა ასაკი გაგაოცებთ
როდესაც 40 ან 50 წელს გადაცილებული ხარ, რთულია, სხეულის შესანიშნავი ფორმა შეინარჩუნო, მაგრამ უამრავი მსახიობი, მოდელი თუ ტელეწამყვანი ამას მაინც ახერხებს. მათთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ.
ჯენიფერ ლოპესი, 47 წლის


”უარს არ ვამბობ საჭმელზე, მაგრამ ვისწავლე, რომ მუდამ უნდა დაიცვა ჯანსაღი ცხოვრების წესები. მაგალითად, მე მუდამ მაქვს თან ჯანსაღი ხემსი: ხილი და ბოსტნეული”. 


ჯენიფერ ენისტონი, 47 წლის


ჯენიფერი მიიჩნევს, რომ სწორი კვების გარეშე წარმოუდგენელია ჯანსაღი ორგანიზმი, კანის სილამაზე და მოხდენილი სხეული. ჯენიფერის რაციონი მხოლოდ ორგანული პროდუქტებისგან შედგება. 

კაილი მინოუგი, 48 წლის


”სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვვარჯიშობ, მაგრამ ვიყენებ დიდი ოდენობით ტანის კოსმეტიკას და ეს მეხმარება. ”

ჰოლი ბერი, 50 წლის


23 წლის ასაკში ჰოლი ბერის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ”როდესაც იგებ, რომ დიაბეტით ხარ ავად, უმალვე იწყებ საკუთარ თავზე ზრუნვას: აქცევ ყურადღებას საკვების რაციონს, ძილს, წონას”.

სინდი კროუფორდი, 50 წლის


”ყველა მიიჩნევს, რომ მოდელებს თანდაყოლილი უზადო სხეული აქვთ. არასოდეს მომიხდენია კონცენტრირება იმაზე, თუ რა მომწონს საკუთარ თავში, მაგრამ გამუდმებით ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო. იყო ლამაზი - იოლი არ არის”.

ელიზაბეთ ჰერლი, 51 წლის


”თუ წონაში დაკლება გსურთ, იყოლიეთ ძაღლი - ეს საუკეთესო გამოსავალია. ყოველდღიურად დავრბივარ ჩემს ძაღლთან ერთად პარკში. ნახევარსაათიანი თამაშები სრულფასოვნად შეცვლის ფიტნეს-დარბაზს”.

ელ მაკფერსონი, 52 წლის


”ჩემი მოტივაცია გახლავთ სიხარულის, შთაგონების, ვნების, სიმშვიდის, ძალებისა და ჯანმრთელობის შეგრძნება. ჩემთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ციფრები სასწორზე. სწორედ ეს მაძლევს ძალას, ვიკვებო სწორად და ვივარჯიშო”.

შერონ სტოუნი, 58 წლის


”სერიოზულად არასოდეს დავფიქრებულვარ, ლამაზი ვარ თუ არა. მაგრამ ვიცი ერთი ჯადოსნური ხერხი - მიმზიდველობის ილუზიას ვქმნი. როდესაც ქალი ოთახში შედის, გარშემომყოფები მის სილამაზეზე კი არ რეაგირებენ, არამედ, ძალასა და ენერგიაზე, რომელიც მისგან მოდის”.

კრისტი ბრინკლი, 62 წლის


”თმის შეღებვა, კოსმეტოლოგთან ვიზიტი, ფიტნესით დაკავება მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ სხეულში თავი კომფორტულად იგრძნო და არა იმიტომ, რომ ამას ვინმე სხვა მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო, რასაც თავს აჩუქებთ, არის ჯანმრთელობა”. 

ჯეინ სეიმური, 65 წლის


”ვერ ვიტან საყვარელ რამეებზე უარის თქმას. თუ სპაგეტი მომესურვება - მივირთმევ, მაგრამ ნახევარ ულუფას”.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28