რჩევები

დაივიწყეთ ქერტლი, როგორც საშინელი სიზმარი! 4 ყველაზე ეფექტური საშუალება

დაივიწყეთ ქერტლი, როგორც საშინელი სიზმარი!  4 ყველაზე ეფექტური საშუალება
ქერტლი და თმის ცვენა ყველაზე გავრცელებული პრობლემებია, ის დისკომფორტს უქმნის ადამიანს და ახალ კომპლექსებსაც აჩენს. მაგრამ ნუ იჩქარებთ ფულის ძვირად ღირებულ პრეპარატებში გადაყრას, საშინაო საშუალებები დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში.

1. ზღვის მარილი


народное средство от перхоти быстро
დააჩქარებს თმის ზრდას და გაგიძლიერებთ მას. დადებითი ეფექტი აქვს თავის კანზე.
ნიღაბი შემდეგნაირად დაამზადეთ: 1 ჩ/კ ზღვის მარილი, 2 კვერცხის გული და დამბალი 3 ნაჭერი ჭვავის პური. ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. მიღებული ფაფა თმაზე წაისვით და 40-50 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ შამპუნით. 

2. ხახვის ფუჩეჩის ნახარში


быстродействующее средство от перхоти
რეგულარული გამოყენებისას გაგიუმჯობესდებათ თავის კანის მდგომარეობა, დაჩქარდება თმის ზრდა და გათავისუფლდებით ქერტლისგან.
აიღეთ ხახვის 1 მუჯა ფუჩეჩი, დაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი და ადუღეთ 10 წუთი. მიღებული ნარევი თბილი სახით შეიზილეთ თმის ძირებში. 

3. ვაშლის ძმარი


средство от перхоти уксус
ეს საუკეთესო საშუალებაა ქერტლის მოსაშორებლად და თავის კანის დაავადებების სამკურნალოდ. გაგიძლიერდებათ თმა, გახდება აბრეშუმივით რბილი და ბზინვარე. სასარგებლო ნარევის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ: ნახევარი ჭიქა ძმარი და ამდენივე წყალი. შეათბეთ წყლის აბაზანაზე, წაისვით თმასა და თმის ძირებზე. შეიფუთეთ თავი პირსახოცით და გაიჩერეთ 1 საათი. ძმარი თავის კანის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ. შეგიჩერდებათ თმის ცვენა და ქერტლი. 

4. ალოე


средство от перхоти в домашних условиях
ის თითქმის ყოველ ოჯახში იზრდება, მაგრამ მისი სიკეთის შესახებ ბევრმა არ იცის. ალოეს ფოთლიდან გამოწურეთ სასურველი რაოდენობის წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ 30 წუთი. ქერტლი გაქრება და თმა ბზინვარებას დაიბრუნება. მეტი ეფექტისთვის ალოეს წვენს შეგიძლიათ დაუმატოთ 1 კვერცხის გული და 1 ცალი დაქუცმაცებული ნიორი.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93