არაერთხელ დაგვიწერია იმის თაობაზე, თუ როგორ გავწიოთ ეკონომია ამა თუ იმ სალონურ პროცედურაზე, მაგრამ ამ 5 პროცედურის ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შინაურ პირობებში!
1. ნუ შეიჭრით "ჩოლკას"
ჩვენ გვაღიზიანებს, რომ სალონებში "ჩოლკის" შეჭრა თითქმის იგივე ღირს, როგორც სრულფასოვანი შეჭრა. მაგრამ გთხოვთ: დადეთ მაკრატელი თავის ადგილას. რა თქმა უნდა, არასწორად შეიჭრით, მერე გამოსწორებას მოისურვებთ ისევ და ისევ. და წარმოგიდგენიათ, სანამდე მიგიყვანთ ეს?
2. ნუ შეიცვლით თმის ფერს რადიკალურად
თუ გსურთ, თმის ძირითად ფერს ტონი შემატოთ, პრობლემა არ არის, მაგრამ თუკი ქერა თმიდან მუქზე დააპირეთ გადასვლა ან პირიქით - შეჩერდით!...
3. არასოდეს გაიკეთოთ წარბი დამოუკიდებლად ცვილით ან ძაფით
ზედმეტი თმის ხარისხიანი მოცილებისთვის და წარბებისთვის ფორმის მისაცემად შინაურ პირობებში მხოლოდ პინცეტი გამოდგება. ცვილთან მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია პატარა დეტალები, დიდი ალბათობით, კანს დაიზიანებთ. მეტიც, ვერ მიაღწევთ სიმეტრიას. ძაფთანაც იგივე ისტორიაა. უმჯობესია, არ დაიწყოთ.
4. ნუ იწვალებთ ღრმა და დაჩირქებულ მუწუკებს
ჩვენ ყველაფერი გვესმის და თავადაც ვცოდავთ ხოლმე, როცა შავ წერტილს ან თეთრთავიან პატარა მუწუკს ვხედავთ, ხელებს ვერ ვიმორჩილებთ. არა უშავს, მთავარია, კანის დეზინფექცია ჩაატაროთ. მაგრამ თუ მუწუკი ღრმაა, არ ახლოთ ხელი, რათა კიდევ უფრო არ გაღიზიანდეს და არ გამრავლდეს. მიმართეთ დერმატოლოგს.
5. ნუ გამოიყენებთ კბილის პასტას
ანუ, როგორც კანის მადეზინფიცირებელ საშუალებას. რჩევა: წაისვით გაღიზიანებულ კანზე კბილის პასტა - დღემდე ცოცხალია. დერმატოლოგები ირწმუნებიან: პირველადი შვება შესაძლოა საშინელ შედეგად გვექცეს. როცა პასტა კანის შიდა ფენებში აღწევს, შესაძლოა, ისეთი გაღიზიანება გამოიწვიოს, რომ მუწუკი დაგვავიწყოს.