გენიალური ლაიფჰაკი, რომელსაც მხოლოდ 2 წუთი სჭირდება! თუ ფრჩხილი მოგტყდათ, მისი აღდგენა "ცხელ კვალზე" არის შესაძლებელი. შეგიძლიათ დაადოთ "თაბაშირი", რომელსაც ვერავინ შენიშნავს.
ამის გაკეთება ძალიან მარტივია:
- აიწმინდეთ ფრჩხილი ლაქის მოსაცილებელი საშუალებით.
- ჩაის პაკეტიდან ამოჭერით პატარა ფრაგმენტი, ფრჩხილის კუთხის სწორი.
- წაუსვით ფრჩხილს უფერული ლაქი და სანამ არ გამშრალა, პინცეტით დააფინეთ პაკეტის ფრაგმენტი. ის მომენტალურად მიეკრობა და გამჭვირვალე გახდება.
- წაისვით უფერული ლაქის მეორე ფენა და დაელოდეთ გაშრობას.
- ცოტათი დაამუშავეთ ზედაპირი და წაისვით ფერადი ლაქი.