რჩევები

როგორ დავუბრუნოთ წარბს ბუნებრივი სიხშირე: 6 მარტივი, მაგრამ სუპერეფექტური წესი

როგორ დავუბრუნოთ წარბს ბუნებრივი სიხშირე: 6 მარტივი, მაგრამ სუპერეფექტური წესი
დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა ძაფის მსგავსი წარბი. დღეს ახალი წესებით ვთამაშობთ: ტრენდში ნატურალური ფორმები და მაქსიმალური სისქეა. და რა გააკეთოს მან, ვისაც ამოქნისას ზედმეტი მოუვიდა? შესაძლებელია ბუნებრივი სისქის დაბრუნება?

სპეციალისტები ამბობენ, რომ მინიმალური ვადა, როდესაც წარბს ბუნებრივი სისქე უბრუნდება, გახლავთ 4 თვე. მაგრამ თუ ძალიან წვრილი ფორმა გქონდათ, ამას შეიძლება 1 წელიც დასჭირდეს და მეტიც. მოიკრიბეთ მოთმინება, დაიცავით ეს წესები და დაელოდეთ წარმატებულ შედეგს.
Image result for cara delevingne gif

ეწვიეთ brow-bar-ს

დასაწყისისთვის - ეწვიეთ სპეციალისტს. სთხოვეთ ხელოსანს, შეგირჩიოთ წარბის სწორი ფორმა და ფერი და გასწავლოთ, როგორ დავიხატოთ ფაქიზად ადგილები, სადაც თმა არ ამოდის.

დაივიწყეთ პინცეტი

ახლა კი ყველაზე მთავარი და რთული: დაივიწყეთ პინცეტი რამდენიმე თვით. რთული ამოცანაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა.
Image result for cara delevingne gif

კვებეთ წარბები შიგნიდან

ბილოგიურად აქტიური დანამატები და ვიტამინები, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს, შესანიშნავად მუშაობს. შეარჩიეთ პრეპარატები, რომლებიც თმის ზრდას ასტიმულირებს, მაგალითად - ბიოტინი (В ჯგუფის ვიტამინი) და ვივისკალი (ამინომჟავური მინერალური კომპლექსი თმის ზრდისთვის).

კვებეთ წარბები გარედან

დაამატეთ თქვენს კოსმეტიკურ რაციონში სპეციალური კონდიციონერი ან ზეთი წარბების ზრდისა და გამაგრებისთვის. საამისოდ შესანიშნავია თალგამის, აბუსალათინის და ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთები.
Image result for cara delevingne gif

ისწავლეთ შენიღბვა

იყავით მზად, რომ გელით წარბების ზრდის ულამაზო ეტაპი. ისწავლეთ სწორად შენიღბვა ფანქრის, ცვილის, ჩრდილებისა და გელის მეშვეობით.

ნუ დაუშვებთ ძველ შეცდომებს

რამდენიმე თვეში თმა საკმაოდ გაიზრდება და დაგჭირდებათ ფორმის კორექცია. აი, აქ კი ჩიხი გელით: მიხვალთ იქამდე, რითიც დაიწყეთ. ამიტომ კვლავ კარგ სპეციალისტს მიმართეთ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93