ელემენტარული ლაიფჰაკების მეშვეობით თქვენს თმას საშუალებას მისცემთ, შესანიშნავად გამოიყურებოდეს.
ცივი ამინდის, ქუდის, მტვრისა და ზამთრის სხვა ”საჩუქრების” მიუხედავად.
1. ბალზამი თმის დაბანამდე წაისვით
შეცვალეთ ჩვეული რიტუალი და გამოიყენეთ კონდიციონერი დაბანამდე 10 წუთით ადრე. ეფექტი შესანიშნავია. მოცულობითი, მსუბუქი თმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
2. თმაზე სოდის სავლები გადაივლეთ
მოამზადეთ სავლები: 1 წილი სოდა 2 წილ ადუღებულ წყალზე. გამოიყენეთ თმის დაბანის შემდეგ. ბზინვარება და ლამინირების მსუბუქი ეფექტი გაგაოცებთ.
3. მოამზადეთ ალოეს ნიღაბი
ალოეს 1-2 ფოთოლი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული მასა წაისვით თმის ბოლოებზე. დაყოფილი ბოლოები გაქრება და იდეალურ იერსახეს მიიღებს.
4. წაისვით მუსი სწორად
თუ ვარცხნილობისთვის მუსს იყენებთ, ნუ წაისვამთ მას თმაზე, წაუსვით სავარცხელს. საშუალება სწორად გათანაბრდება და უკეთ იმუშავებს.
5. დააფიქსირეთ ვარცხნილობა ხელებით
თმის ლაქი არ ”გაიყინება”, თუ მას ხელებზე მოისხურავთ და თითებით დაივარცხნით თმას. იხილეთ სრულად