თუ პრობლემურ კანსა და გამონაყართან ბრძოლა მოგბეზრდათ, გამოიყენეთ ეს უნივერსალური საშუალება. ის არა მხოლოდ წმენდს კანს, არამედ განაახლებს მას.
საუბარია არამხოლოდ გამონაყარზე, არამედ თვალების ირგვლივ სიშავეზე, ეგზემასა და პატარა ნაოჭებზე. ეს რეცეპტი ყველას გამოადგება.
დაგჭირდებათ მხოლოდ კარტოფილი. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მეთოდი შედეგს უკვე 1 კვირაში იძლევა.
საუკეთესო საშუალება გამონაყარის წინააღმდეგ
აიღეთ ერთი საშუალო ზომის კარტოფილი და კარგად გარეცხეთ. ნუ გათლით, რადგან ქერქი მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს. შემდეგ დაჭერით სქელ წრეებად და შეუდექით საქმეს.
სილამაზის რეცეპტი
მომზადება
დაიბანეთ სახე და კარგად გაიმშრალეთ.
მასაჟი
აიღეთ კარტოფილის ნაჭერი და დაიწყეთ სახის მასაჟი. ფრთხილად წაისვით წრიული მოძრაობებით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგი ეტაპისთვის დაგჭირდებათ დარჩენილი კარტოფილი და ბლენდერი. დააქუცმაცეთ კარტოფილი, კონსისტენცია პასტის მსგავსი უნდა გამოვიდეს.
მეტი ეფექტისთვის, კარტოფილის ფაფაში შეგიძლიათ დაამატოთ ალოეს წვენი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - წყალი! წაისვით ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ამის შემდეგ შეგიძლიათ ეფექტის გამყარება მასაჟით მეორე პუნქტიდან.
დასრულება
პროცედურების დასრულების შემდეგ კარგად დაიბანეთ სახე თბილი წყლით და გაიმშრალეთ.
რატომ მაინცდამაინც კარტოფილი? საქმე მარტივადაა: იგი დიდი ოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს, რომლებიც კოსმეტიკურ საშუალებებშიც გვხვდება. კარტოფილი ეხმარება დამწვრობისას და პარსვის შემდეგ გაღიზიანებულ კანსაც ამშვიდებს. დაიმახსოვრეთ: ერიდეთ კარტოფილის წვენის ჭრილობებზე მოხვედრას.