ადამიანთა დიდი რაოდენობა შაკიკის გაუსაძლის ტკივილს განიცდის. ამ ტიპის თავის ტკივილი ძალიან მტკივნეულია და შეიძლება თავი იჩინოს მოულოდნელად.
გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სინათლეზე მგრძნობელობა - შაკიკის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.
ბევრი გამოკვლევაა ჩატარებული შაკიკის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი. შაკიკი ძირითადად თავს იჩენს ამინდის ცვლილების დროს, ასევე, გადაჭარბებული დოზით შაქრის მიღებისას.
შაკიკის წარმოქმნის კიდევ ერთ მიზეზად მიიჩნევა სეროტონინის დონის ცვლილება ტვინში, ასევე, ტვინისთვის სისხლის ნაკადის მიწოდების შემცირება ან გაზრდა.
შაკიკი შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ В6, В12-ის, ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინი D-ს ნაკლებობამაც. ფაქტობრივად, თქვენ ამ ვიტამინების ნაკლებობისას შაკიკით დაავადებით რისკს ზრდით 300%-ით. ასე რომ, ეს ვიტამინები ძალზე მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოთ თქვენი სხეულის ამ ვიტამინებით შევსება.
იხილეთ პროდუქცია, რომელიც სავარაუდოდ იწვევს შაკიკს