* უპირატესობა მიანიჭეთ ცნობილი მწარმოებლების პროდუქციას. შეიძლება ეს პროდუქცია უფრო ძვირად ღირებული იყოს, მაგრამ სამაგიეროდ ხარისხი გარანტირებულია.
* თუ ექსპერიმენტების მოყვარული ხართ და ხშირად იცვლით თმის ფერს, მაშინ გამოგადგებათ ელფერის მიმნიჭებელი საშუალებები. ისინი არამხოლოდ არ ვნებენ თმას, არამედ თმის სტრუქტურასაც ამაგრებენ და ბზინვარებას ანიჭებენ.
ამგვარი საღებავების მეშვეობით შეიძლება თქვენს ფანტაზიასა და სურვილებს "ფართო გზა" მისცეთ. თმის ტონიკი 6–8 დაბანის შემდეგ თავისით ჩამოირეცხება.
* თუ თქვენ შავგვრემანი ხართ და თმის ქერად შეღებვა მოისურვეთ, თმის გაუფერულების გარეშე ვერაფერს გახდებით. გამათეთრებელი საშუალებები ნაწილობრივ ან მთლიანად აშორებენ პიგმენტებს თმას, ეს ნიშნავს, რომ აღიავებენ ან აუფერულებენ თმას. გამაუფერულებელ საშუალებებს იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თმის ფერის კარდინალური შეცვლა გადაწყვიტეთ. თუმცა ბოროტად გამოყენების შემთხვევში შეიძლება თმის სტრუქტურა დაზარალდეს.
* თუ მდგრად საღებავებს ანიჭებთ უპრატესობას, შეაჩერეთ თქვენი არჩევანი ამიაკის დაბალი შემცველობის საღებავებზე. არ ინანებთ, რადგან თავისთავად ღებვის პროცესიც აღარ იქნება უსიამოვნო: არც არასასიამოვნო სუნი შეგაწუხებთ და თავის კანიც აღარ დაგეწვებათ.
* საღებავის წასმის შემდეგ ნუ დაიფარებთ თავზე ცელოფანს! თმამ უნდა ისუნთქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიწვათ თმის ძირებიც და თავის კანიც.
* თუ მთლიანობაში საღებავი კარგად შენარჩუნდა, მაგრამ ძირები ამოვიდა, გადაუსვით ძირებს საღებავი და 5 წუთის შემდეგ დარჩენილი საღებავი მთელს სიგრძეზე გაანაწილეთ.
* ყოველთვის დაიცავით ინსტრუქცია.
* ნუ დაგავიწყდებათ, რომ შეღებილი თმა დამატებით მოვლას საჭიროებს. ამიტომ ხშირად გამოიყენეთ მკვებავი ბალზამი, ასევე სამკურნალო ნიღბები, რომელთა მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება.
თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(ნოემბრის ნომერი)