ალოე ვერას საოცარი თვისებების შესახებ ყველასათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მისი გამოყენების ეფექტის გაძლიერება არის შესაძლებელი. საკმარისია, შეურიოთ ალოეს სასარგებლო გელი ქოქოსის ზეთთან.
ეს კომბინაცია ხელს უწყობს ნაოჭებისგან, პიგმენტური ლაქებისგან და "სტრიებისგან" თანდათან გათავისუფლებას. ასევე, ეს საშუალება შესანიშნავია დამწვრობისა და სოკოვანი დაავადებების დროს.
გელი ტანისა და სახისთვის
ინგრედიენტები
100 გ ალოეს წვენის გელი
100 გ ქოქოსის ზეთი
3-5 წვეთი ეთერზეთი (ვანილი, ლავანდა, ვარდი)
მომზადება
მომცრო თასში შეურიეთ ალოე ვერას გელი და ქოქოსის ზეთი ერთგვარი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და კვლავ მოურიეთ.
მოათავსეთ მზა გელი მინის ქილაში. შეინახეთ მაცივარში.
წაისვით სახესა და ყელზე ყოველი შხაპის მიღების შემდეგ. როდესაც ფორები ღიაა, კანი გელს უკეთ შეიწოვს.