არსებობს 10 მარტივი რამ, რომელიც შეგიძლია გააკეთო მყისიერად, რომ უფრო მომხიბვლელი გახდე გარშემომყოფებისთვის.
1. უყურეთ ადამიანს თვალებში
ეს თავდაჯერებულობის მაჩვენებელია. თავდაჯერებულობა - ეს სექსუალურია და პირდაპირი მხედველობითი კონტაქტი - ამის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებაა.
2. გაიღიმეთ
ეს ყველაზე სწრაფი ხერხია, გახდეთ უფრო მიმზიდველი. ხალხს ბედნიერ და პოზიტიურ ადამიანებთან უყვარს ურთიერთობა.
3. ისაუბრეთ ყველასთან
ისწავლეთ მოსმენაც. როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე გიყვებათ, დაუსვით შეკითხვები. ეს ტვინში სიამოვნების ცენტრებს აამუშავებს. თუ დაანახებთ, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხართ და მზად ხართ, მოუსმინოთ, უფრო მიმზიდველი გახდებით მისთვის.
4. წელში გაიმართეთ
ესეც თავდაჯერებულობის და ქმედებებისთვის მზადყოფნის მაჩვენებელია. როდესაც კითხვის ნიშანივით იხრებით, რათა არავინ შეგამჩნიოთ - ასეც მოხდება.
5. უთხარით კომპლიმენტები
კომპლიმენტების მიღება ყველას გვიყვარს. აგრძნობინეთ ადამიანს, რომ ის მნიშვნელოვანია და მას მოეწონებით.
6. თავი კომფორტულად იგრძენით
სხვებს რომ მოეწონოთ, ჯერ საკუთარი თავი უნდა მოგწონდეთ. ისწავლეთ საკუთარი თავის მიღება ისეთის, როგორიც ხართ. ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
7. ეწვიეთ სპორტულ დარბაზს
ამგვარად, არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც უკეთ იგრძნობთ თავს. ყველაფერი კი ენდორფინების გამო, რომელიც პოზიტიური ენერგიით აგავსებთ.
8. იცხოვრეთ აქ და ახლა
ნუ განიცდით იმის თაობაზე, თუ ვინ რას ფიქრობს თქვენზე.
9. იპოვეთ თქვენი სტილი
ატარეთ სამოსი, რომელიც მოგწონთ - ასე უფრო კომფორტულად და მიმზიდველად იგრძნობთ თავს. და გახსოვდეთ, არაცნობიერად, წითელი ფერი უფრო მოსწონთ მამაკაცებს.
10. გამოიყენეთ პომადა
ერთ-ერთი პირველი, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ - არის ტუჩები. ასე რომ, შეარჩიეთ ხარისხიანი პომადა. ისევ და ისევ, წითელი - იდეალური ვარიანტია, უბრალოდ, შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ელფერი.