შამპუნში ქიმიური დანამატები თმას ანადგურებს. სცადეთ სოდისგან დამზადებული შამპუნი, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას და მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას.
ინგრედიენტები
- საკვები სოდა
- პლასტმასის ბოთლი
- ვაშლის ძმარი
მომზადება და გამოყენება
- შეურიეთ მომცრო ბოთლში სოდა და წყალი პროპორციით 1:3.
- გრძელი თმისთვის 2-3 ს.კ. სოდა და 6 ს.კ. წყალი.
- წაისვით ეს ნარევი მშრალ ან სველ თმაზე, მთელ სიგრძეზე.
- გაიჩერეთ 1-3 წუთით და კარგად დაიბანეთ გრილი წყლით.
- დაბოლოს, გადაივლეთ თმაზე ძმრისა და წყლის ნარევი, პროპორციით 1:4.
- გამოიყენეთ ეს საშუალება 1 თვის განმავლობაში და მალევე შეატყობთ თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას.
ასევე იხილეთ: 11 ხრიკი უნაკლო თმისთვის - ეს თითოეულმა ქალმა უნდა იცოდეს!