რჩევები

ფოტოგენურობის 7 საიდუმლო: ვსწავლობთ ვარსკვლავებისგან!

ფოტოგენურობის 7 საიდუმლო: ვსწავლობთ ვარსკვლავებისგან!
დაივიწყე ცნება კამერას "არ უყვარვარ"! მოდი, დავესესხოთ ვარსკვლავებს და გამოვიყენოთ 7 ძირითადი ხერხი, რომლის მეშვეობითაც ფოტოზე უნაკლოდ გამოხვალთ. ჩაინიშნეთ!

1. მოიღუშე, როგორც კარა



ხშირად ღიმილი სულაც არ არის დამამშვენებელი! განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ასიმეტრიულია (ან ტუჩები არ არის სავსე, ან კბილებია მეჩხერი), ღიმილმა, შესაძლოა, სულაც გააფუჭოს კადრი! სხვათა შორის, ნებისმიერ შემთხვევაში, ღიმილი თვალებს აწვრილებს. ასე რომ, თუკი არ მოგწონს საკუთარი თავი ფოტოზე ღიმილით, სცადე, ოდნავ შეჭმუხნო წარბები.

2. გაიღიმე, როგორც კრისი


კრისი ტეიგენის საფირმო ღიმილი - ოდნავ
გაკვირვებული, მოკუმული ტუჩებით და აწეული წარბით. ასე შუბლიც არ იჭმუჭნება და ტუჩ-ცხვირის ნაოჭიც ნაკლებად შესამჩნევია, სახის ოვალიც ვიზუალურად ვიწრო ხდება! შესანიშნავი ვარიანტია მრგვალსახიანი და ლოყებიანი გოგონებისთვის.

3. გაიკეთე ბიონსეს ვარცხნილობა


ყველა ადამიანს აქვს სახის უფრო მომგებიანი მხარე და ნაკლებად ლამაზი. თმის ცალ მხარეს გადაყრით, შეძლებ დაფარო ნაკლებ მიმზიდველი სახის ნაწილი და აქცენტი მომგებიან მხარეზე გადაიტანო.

4. გამოიხედე, როგორც ჯიჯი


ნახევრად მობრუნებული, მხარს მიღმა გამოხედვა უკან - იდეალური რაკურსია ასევე მომგებიანი სახის ნაწილისთვის და ყელზე აქცენტის გასაკეთებლად. დიახ, თმის გვერდზე გადაყრა ჯიჯის მთავარი ფიშკაც არის.

5. ასწიე ხელი, როგორც რიზი


შესანიშნავი ვარიანტია სახიდან აქცენტის გადასატანად ფოტოკადრზე მთლიანობაში - მკვეთრი ჟესტები.
ასწიე ხელი, ააფრიალე ხელსახოცი, გადაიგდე მხარზე ჩანთა - ემოციები ნებისმიერ ფოტოს მიმზიდველს ხდის!

6. გაიკეთე დოინჯი კენდალის მსგავსად


ცალი ხელით დოინჯის გაკეთებით, შეძლებ დაფარო არასასურველი მოცულობა ან პირიქით, ხაზი გაუსვა მოხდენილ აღნაგობას.

7. გადააჯვარედინე ფეხები, როგორც ალექსა


ეს მარტივი მოქმედება ვიზუალურად რამდენიმე კილოგრამს მოგაკლებთ და სიმაღლეშიც გაგზრდით. უფრო მოხერხებულები კი ამ დროს ოდნავ ცერებზეც იწევიან!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93