რჩევები

beauty ლაიფჰაკები, რომლებიც ყველა გოგომ უნდა იცოდეს (გიფები)

beauty ლაიფჰაკები, რომლებიც ყველა გოგომ უნდა იცოდეს (გიფები)
სილამაზე კი არ გადაარჩენს მსოფლიოს, არამედ ჭკვიანი და მოსაზრებული ქალი! იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, ქალებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.

ამიტომაც მოიფიქრეს გამარტივებული ხრიკები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

გთავაზობთ 10 ყველაზე მთავარ ლაიფჰაკს, რომელიც ყოველ გოგონას ძალიან გამოადგება.

თუ ტუში მოულოდნელად გამოშრა, რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში ჩადეთ ფლაკონი. ამგვარად მას ახალ სიცოცხლეს აჩუქებთ.

 



ახალმა ფეხსაცმელმა ფეხი რომ არ გატკინოთ, წაისვით ჩვეულებრივი ანტიპერსპირანტი. ის შეამცირებს ხახუნს და "მაზოლებისგან" გიხსნით.

 



სანამ ფეხებს გაიპარსავთ, გაიხეხეთ კანი სკრაბით, რომელიც სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მოამზადოთ (ნალექიანი ყავა + ზეითუნის
ზეთი და ცოტა წყალი). ამგვარად თავიდან აიცილებთ თმის ჩაბრუნებას, ხოლო ყავის წყალობით, ფეხებზე ნამზეურის ეფექტს მიიღებთ.

 



თუ პომადა გადატყდა, ნუ დაღონდებით! სანთებელათი გააცხელეთ დარჩენილი პომადის ნაწილი ტუბში, დაადეთ მოტეხილი ნაწილი და შედეთ მაცივარში 30 წთ.

 



თუ მანიკიური წაისვით და დრო არ გაქვთ, გაშრობას დაელოდოთ, ჩაყავით თითები ცივ წყალში და შემდეგ ხელის კრემი გადაისვით.

 



თმის გაშრობის შემდეგ ღერები რომ არ გაიფანტოს აქეთ-იქით, სავარცხელს მიასხით თმის ლაქი და დაივარცხნეთ თმა.

 



თუ თვალის ფანქარი ზედმეტად ხმელია და თვალებს გიკაწრავთ, უბრალოდ გააცხელეთ სანთებელათი.

 

 



თუ გვიან გიწევთ დაწოლა და დილით თავის დაბანას ვერ ასწრებთ, ძილის წინ თმაზე მშრალი შამპუნი გადაისვით. დილისთვის მოცულობითი ვარცხნილობა გექნებათ.

 



დაგიმთავრდათ აცეტონი? გამჭვირვალე ლაქი გიშველით. წაისვით ფრჩხილებზე და მაშინვე გაიცალეთ. ის ძველ ფენასაც წაშლის.

 



დაბოლოს! თუ თავი ძალიან დასაბანი გაქვთ, გაიკეთეთ "კოსა" ან დაიხურეთ ქუდი.

 

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31