ქერტლი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. მიზეზი არის - სტრესი, თმის არასწორი მოვლა ან ვიტამინების ნაკლებობა.
სანამ რეკლამებში ნანახ შამპუნს შეიძენთ, ეს ბუნებრივი საშუალებები მოსინჯეთ:
1. საკვები სოდა
სოდის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება - ქერტლის მკურნალობაა. ის თავის კანს рН ბალანსის აღდგენაში ეხმარება. ასევე, აქვს პილინგის ეფექტი და თმის ძირებიდან მკვდარი კანის უჯრედებს აშორებს.
ნაზად შეიზილეთ სოდა სველი თმის ძირებში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.
2. ჩაის ხის ზეთი
ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებაა. მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ანტისეპტიკი. ის ებრძვის ქერტლის გამომწვევ მიზეზს და მის უსიამოვნო სიმპტომებს: სიმშრალეს და თავის კანის ქავილის შეგრძნებას.
დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი შამპუნში. უფრო ეფექტური იქნება ნიღბის გაკეთება:
შეურიეთ 5-7 წვეთი ჩაის ხის ზეთი მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთს და შეიზილეთ თმის ძირებში.
ეს პროცესი გაიმეორეთ რეგულარულად, ძილის წინ, მინიმუმ კვირაში ერთხელ.
3. ვაშლის ძმარი
მაღალი მჟავიანობა ნატურალური ძმრის, ხელს უწყობს თავის კანის ცხიმის ბალანსის აღდგენას. ასევე, ანადგურებს სოკოს და ბაქტერიებს, რაც ქერტლის გაჩენის მთავარ მიზეზებს წარმოადგენს.
გაჟღინთეთ ბამბის დისკი ძმრით და წაისვით თავის კანზე. გაიჩერეთ 1 სთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.