თუ სალონში წასვლისთვის ვერ იცლით, მაგრამ წინამოს ("ჩოლკის") შეჭრა გსურთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ.
ინსტრუმენტები :
გამოგადგებათ მჭრელი მაკრატელი და სავარცხელი
არსებობს წინამოს შეჭრის ორი მეთოდი, მშრალ და სველ თმაზე. თუ მშრალ თმას შეიჭრით, თმა არასწორად იქნება შეჭრილი; თუ სველზე გადაწყვიტეთ შეჭრა, გაითვალისწინეთ, რომ გაშრობის შემდეგ თმა 0,5-1 სმ-ით "აიწევს".
ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ:
- მოიწყვეთ სამუშაო ადგილი (კარგი განათება და სარკე);
- გაათავისუფლეთ "ჩოლკის" თმა დანარჩენი თმისგან.
- დაინამეთ თმა.
- კარგად დაივარცხეთ შესაჭრელი თმა.
- აიღეთ თმის მცირე რაოდენობა, დავარცხნეთ, საჩვენებელი და შუათითით დაიჭირეთ და თმის სიგრძე განსაზღვრეთ.
მაკრატელი დაიჭირეთ 45 გრადუსით და შეიჭერით თმა.
- თმის დანარჩენი ნაწილიც ასე შეიჭერით. ამგვარად სასურველ სიგრძეს მიიღებთ.
- ახლა კარგად ჩამოივარცხნეთ თმა და 45 გრადუსზე დახრილი მაკრატლით შეისწორეთ.
- გაიშრეთ თმა ფენით.
ახლა რამდენიმე რჩევა სწორი, მრგვალი და გაწეწილი წინამოს შესაჭრელად.
სწორი "ჩოლკა"
ძირითადი თმისგან გამოარჩიეთ თმა წინამოსთვის. მონიშნეთ და შეიჭერით. დაივარცხნეთ და ფენით გაიშრეთ.
გაწეწილი "ჩოლკა"
ამ ფორმისთვის "ჩოლკისთვის" გამზადებული თმა დაახვიეთ და მონიშნულ ადგილზე მაკრატლით შეჭერით. კარგად დაივარცხნეთ და ფენით გაიშრეთ და შუბლზე სურვილისამებრ გადაინაწილეთ.
მრგვალი "ჩოლკა"
ამ ვარცხნილობისთვის სქელი წინამო უნდა შეიჭრათ. მაგრამ თმა უნდა შეიჭრათ ნახევარწრეზე, ცენტრიდან კიდეებისკენ.