რჩევები

სახის კანის მოვლის 3 საოცარი საშუალება მარწყვით

სახის კანის მოვლის 3 საოცარი საშუალება მარწყვით
ყველას გვსმენია, რომ მარწყვი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინსა და მინერალს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი გამოყენება კოსმეტიკური დანიშნულებითაც შეიძლება. გთავაზობთ 3 საოცარ საშუალებას სახის კანის მოვლისთვის, რომლითაც შეგიძლიათ ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები თამამად ჩაანაცვლოთ.


სახის ლოსიონი


შუშის ჭურჭელში შეურიეთ 0,25 ჭიქა მარწყვის ფრეში, 0,25 ჭიქა კიტრის ან ალოეს წვენი და 100 გრ მშრალი თეთრი ღვინო. ნუ გადაყრით მორჩენილ რბილობს, ის გამოგადგებათ.

დააყენეთ 24 საათის განმავლობაში ნარევი. თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ დაამატოთ 0,25
ჭიქა რძე. გამოიყენეთ საშუალება დღეში 2-ჯერ, დილით და ძილის წინ. ამ ლოსიონს შესანიშნავი მათეთრებელი ეფექტი აქვს, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ.
Image result for Маска из клубники для лица

სახის ნიღაბი


მარწყვისგან დამზადებული სახის ეს ნიღაბი ათეთრებს კანს და ეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. თუ ნორმალური კანი გაქვთ, გამოგადგებათ იოგურტი, მშრალი კანის დროს - არაჟანი, ცხიმიანი კანისთვის - კეფირი.
დააბლენდერეთ 1-2 მარწყვი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა პიტნა, ერთგვარი მასის მიღებამდე. ჩაასხით იოგურტი, არაჟანი ან კეფირი. შემდეგ დაუმატეთ 100 გრ სახამებელი და კარგად მოურიეთ.
წაისვით ნიღაბი ბამბის მეშვეობით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

სახის სკრაბი


გამოიყენეთ მარწყვის სკრაბი ძილის წინ. ლოსიონის მომზადების დროს მორჩენილი მარწყვის რბილობი დატოვეთ მზეზე გასაშრობად. სწორედ ამ რბილობისგან მზადდება შესანიშნავი სკრაბი, რომელიც შეგიძლიათ შეურიოთ კეფირს და გამოიყენოთ ძილის წინ. ფრთხილად მოისვით სკრაბი სახეზე და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
პირველი შედეგები შესამჩნევი გახდება ამ საშუალებების გამოყენებიდან 1 კვირაში. სანამ ამ პროცედურებს დაიწყებთ, შეამოწმეთ კანი ალერგიაზე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93