რჩევები

როგორ მოვამზადოთ კანი მზისა და ზღვისათვის

როგორ მოვამზადოთ კანი მზისა და ზღვისათვის
ზღვაზე დასასვენებლად წასვლის წინ კანის მომზადება მზის, ზღვის წყლისა და ქვიშისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დასვენების დროს აქტიურად გამოიყენეთ დამატენიანებელი კოსმეტიკა, გაიწმინდეთ კანი რბილი გამწმენდი საშუალებებით. გაითვალისწინეთ, რომ ქიმიური პილინგი და რიგი სხვა კოსმეტიკური პროცედურები, რომელთა ჩატარების შემდეგ გარუჯვა რეკომენდებული არ არის, უმჯობესია გადადოთ ან გაიკეთოთ გამგზავრებამდე სამი კვირით ადრე.

Image result for woman sun beach gif
ბევრ ქალბატონს უჩნდება შეკითხვა, რა საჭიროა სოლარიუმში მისვლა ზღვაზე გამგზავრებამდე, გარუჯვა ხომ იქაც შეუძლია? ზუსტად კარგი ნარუჯისათვის არის საჭირო სოლარიუმის რამდენიმე პროცედურა, რომელიც მოამზადებს თქვენს კანს ბუნებრივი რუჯისათვის. ამ
გზით, თქვენი კანი მზად იქნება მკვეთრი ულტრაიისფერი სხივებისთვის, არ დაიწვებით, ხოლო შედეგად ლამაზი და თანაბარი ნარუჯი გექნებათ.

ზღვაზე აუცილებლად დაგჭირდებათ მზის დამცავი ეფექტის კოსმეტიკა, თუმცა მათი პრაქტიკული გამოყენება გამგზავრებამდე აჯობებს, რადგან თუ ზღვაზე აღმოაჩენთ, რომ ესა თუ ის საშუალება ალერგიას იწვევს თქვენში, ამის გამო დისკომფორტი შეგექმნებათ. დამცავი კოსმეტიკის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მათ კოდირებას, გარდა SPF-ისა, რომელიც იცავს კანს მზის დამწვრობისგან.

სასურველია, დამცავი საშუალება შეიცავდეს PPD-კოდირებას, რადგან მხოლოდ ასეთი კოსმეტიკა იცავს კანს გამუქებისაგან, რამაც შეიძლება სამომავლოდ ონკოლოგიურ პრობლემებამდე მიგიყვანოთ.

Image result for woman sun beach gif
არ დაგავიწყდეთ ეპილაცია! თუ თქვენ უპირატესობას ლაზერულ ან ელექტროეპილაციას ანიჭებთ, მაშინ ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია გამგზავრებიდან 2-3 კვირით ადრე. ბიოეპილაციის და დეპილაციის გაკეთება ერთი კვირით ადრეც შეგიძლიათ, თუმცა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ გაღიზიანებული კანისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები.

გაითვალისწინეთ რჩევები და ისიამოვნეთ დასვენებით!

თინათინ დარბაიძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93