წარუმატებლად წაისვი? მოგბეზრდა? ზოგ ადგილებში გადავიდა? - არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს, მის მოშორებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება!
მთავარია, იცოდე, როგორ გააკეთო ეს!
1. ლიმონის წვენი
გამოწურე 2 ლიმონი და გაჟღინთე წვენში ხელსახოცები. შედე მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წთ. დარწმუნდი, რომ კარგად გაცხელდა. შემდეგ აკურატულად გაიწმინდე ის ადგილები, სადაც რუჯი გისვია.
2. ორთქლი
თუ გაქვს შესაძლებლობა, ორთქლის აბაზანის მისაღებად წახვიდე საუნაში, ძალიან კარგი. თუ არა, შეგიძლია სახლშიც გააკეთო ეს. მოუშვი ცხელი წყალი, დაკეტე აბაზანის კარი და დაიცადე 15 წთ. შემდეგ შედი სააბაზანოში და დაჰყავი იქ 20 წთ. შეგიძლია პარალელურად გაიკეთო რაიმე კოსმეტიკური პროცედურა, მაგალითად, პედიკიური. ამის შემდეგ მიიღე შხაპი და გამოიყენე სკრაბი.
3. კბილის პასტა
თუ ავტორუჯი ლაქებად გადაგივიდა, მუქ ადგილებში კბილის პასტა წაისვი და გაიკეთე მასაჟი. შემდეგ ჩამოიბანე.
4. საპარსი ქაფი
მიიღე შხაპი, წაისვი საპარსი ქაფი იმ ადგილებში, სადაც ავტორუჯი გესვა (სახის გარდა) და გაიპარსე.
5. ფერმენტის ნიღაბი
თუ გსურს ავტორუჯი სახიდან მოიშორო, იდეალური ვარიანტი ნაჭრის სპეციალური ნიღაბია, რომელიც კანს პიგმენტაციას აშორებს და არბილებს.