რჩევები

გოგონა აკნესგან სრულიად მას მერე გათავისუფლდა, რაც რაციონიდან მხოლოდ ერთი პროდუქტი ამოიღო

გოგონა აკნესგან სრულიად მას მერე გათავისუფლდა, რაც რაციონიდან მხოლოდ ერთი პროდუქტი ამოიღო
მას ყოველთვის კარგი კანი ჰქონდა: მცირე დეფექტებით, მაგრამ ჯანსაღი და გლუვი. ხალხი ეკითხებოდა, თუ რა კოსმეტიკას ხმარობს, მაგრამ სინამდვილეში, ქეისი პაუნი განსაკუთრებულს არაფერს არ აკეთებდა კანის მოსავლელად.

დაახლოებით 1 წლის წინ მას სახეზე აკნე გაუჩნდა. ქეისიმ ცივ ამინდს დააბრალა, მაგრამ მალე დათბა, გამონაყარი კი დარჩა. გოგონა დერმატოლოგს ეწვია.
"მან საცხი გამომიწერა და კანის მოვლის პროცდურის გაიოლება შემომთავაზა. შესანიშნავი რჩევაა, რაღაც პერიოდი ამან იმუშავა, მაგრამ აკნე მაინც გაჩნდა. ნამდვილი მიზეზი სადღაც კანქვეშ იმალებოდა", - ჰყვება ქეისი.

აკნესთან ბრძოლის პირველი რაუნდი დამარცხებით დასრულდა. ქეისიმ გადაწყვიტა, საკითხი საფუძვლიანად შეესწავლა და მალევე წააწყდა სტატიას რძის პროდუქტებზე: მასში ნათქვამი იყო, რომ რძის პროდუქტების ათვისების პრობლემა, შესაბამისად, კანის პრობლემებსაც იწვევს.

ფაზლი დალაგდა: დაახლოებით 1 წლის წინ ქეისიმ ჩვევა გამოიმუშავა - ყოველ დილით დიდ ფინჯან ლატეს მიირთმევდა. ევრიკა!

ამჯერად მან შეწყვიტა დილით რძიანი ყავის დალევა და უკვე 1 კვირაში შენიშნა, რომ კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ქეისიმ სრულად არ ამოიღო რძის პროდუქტები რაციონიდან, მაგრამ ჩვეულებრივი რძე სოიოს რძით ჩაანაცვლა. 1 თვე დასჭირდა, მისი კანი კვლავ ჯანსაღი და გლუვი რომ გამხდარიყო.

ექსპერტის აზრი

"ჩვენი იმუნური სისტემის მდგომარეობაზე 70%-ით ზემოქმედებს ნაწლავები. როდესაც ნაწლავები მწყობრში არ არის, ადამიანს მთელი რიგი სიმპტომები უჩნდება, მათ შორის, გამონაყარი კანზე", - ამბობს კოსმეტოლოგი და დერმატოლოგი ტერი ლუნგი.

რძის გადამუშავების სირთულეები უამრავ ადამიანს აწუხებს. მისი შესანიშნავი ალტერნატივაა სოიოს ან ნუშის რძე. მსგავსი ეჭვების შემთხვევაში, რეკომენდებულია კოსმეტოლოგთან კონსულტაცია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93