რჩევები

წაშალეთ ეს სასწრაფოდ: 6 ბიუთი-შეცდომა, რომლებიც თქვენს კარიერულ ზრდას ხელს უშლის!

წაშალეთ ეს სასწრაფოდ: 6 ბიუთი-შეცდომა, რომლებიც თქვენს კარიერულ ზრდას ხელს უშლის!
თანამედროვე ბიუთი-ტრენდები სულ უფრო იშვიათად ემხრობა ბუნებრივობას. თუმცა, რასაც მოდურ ჟურნალებში ხედავთ ოფისისთვის შესაფერისი ყოველთვის როდია, განსაკუთრებით, თუ კარიერის გაკეთებას აპირებთ.

გთავაზობთ 6 პოპულარულ "ბიუთი-შეცდომას", რომლებიც ხელს შეუშლიან თქვენს კარიერულ ზრდას.



მეტისმეტი რუჯი


გესმის, რომ ზაფხული მოკლეა, "სითეთრე" კი არავის უნდა, მაგრამ თუ მთელი წლის განმავლობაში ოფისში დადიხართ და კოლეგებს აღიზიანებთ მწიფე ფორთოხლისფერით, კარიერული ზრდა არ "გეჯღანებათ". თანამედროვე დამსაქმებელი უპირატესობას ანიჭებს თანამშრომლებს, რომლებსაც კარგი გემოვნება აქვთ, განსაკუთრებით, თუ თქვენი პროფესია ადამიანებთან ურთიერთობასთანაა კავშირში. ამიტომ, უმჯობესია,
მსუბუქი რუჯის ეფექტი შეიქმნათ სწორი ფერის ბრონზატორით.

არაბუნებრივი წარბები

გმადლობ, კარა დელევინ! შეინი წყალობით, წარბები პირველ პლანზე წამოიწია და სახეზე თითქმის მთავარი გახდა. მას შემდეგ, ყოველი თავმოყვარე მოდური გოგონა იხატავს "ბუჩქებს", რაც ცოტათი შემაშინებლად გამოიყურება. რატომ უნდა წასწიო კარიერაში ადამიანი, რომელიც ხალხს აშინებს? ასე რომ, ეწვიეთ კარგ სპეციალისტს და მოიყვანეთ მწყობრში წარბები.

ჭუჭყიანი თმა

ეს პუნქტი პირველ ადგილას უნდა იყოს. მოუვლელი და ჭუჭყიანი თმა არავის იზიდავს, და თუკი თქვენი დამსაქმებელი ქალია, მით უარესი. იფიქრებს, თუკი თავს არ უვლის, რატომ უნდა წავწიო წინ კარიერაში? მოუარეთ თმას, დაიბანეთ, დაივარცხნეთ, შეიღებეთ.


მეტისმეტად მკვეთრი მაკიაჟი


მრავალფენოვანი მაკიაჟი, კიმ კარდაშიანის სტილში - შესანიშნავი ვარიანტია წვეულებისთვის, ა არა ოფისისთვის. ხელმძღვანელობა ვერ დააფასებს სათანადოდ მაკიაჟის ასეთ ოსტატობას. ეს არ ნიშნავს, რომ სრულად უნდა თქვათ უარი მაკიაჟზე, უბრალოდ, შეარჩიეთ მშვიდიდ ა არამყვირალა ტონები, ნატურალური პომადა და ცოტაოდენი ტუში.


მოუვლელი ხელები

მოუვლელი ხელები დახეთქილი ლაქით, ისევე გამოიყურება, როგორც დაგრძელებული ვულგარული ფრჩხილები - საშინლად! კაშკაშა ლაქსაც უნდა ერიდოთ, მიეცით ფრჩხილებს აკურატული ფორმა და მუდამ მოუარეთ.

მეტისმეტი "ტუნინგი"

გვესმის, რომ სრულყოფილი გარეგნობა გსურთ, მაგრამ ზოგიერთი გოგონა მეტისმეტად ცდილობს და რეალობასთან კავშირს კარგავს. დამსაქმებელს არ ადარდებს, ნატურალურია თქვენი ტუჩები თუ არა, მისთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, რომ თანამშრომელი ადექვატურად აღიქვამს ამა თუ იმას და ჯანსაღად აფასებს სიტუაციას. და თუკი თქვენი ტუჩები ნახევარ სახეს ფარავს, ან ინიექციისგან გაშეშებული ღიმილი გაქვთ, რომელ ადექვატურობაზეა საუბარი!
გახსოვდეთ - ზომიერება უპირველეს ყოვლისა!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93