აირჩიეთ მოცემული 6 ვარცხნილობიდან ერთ-ერთი და დარწმუნებული იყავით, დილით დროის დიდ ეკონომიას გასწევთ, რადგან არ მოგიწევთ თმის დაყენება.
გრძელი თმისთვის
ფენა-ფენა ვარცხნილობა
იდეალურია, თუ თმა საკმაოდ ტალღისებრი არ გაქვთ საიმისოდ, რომ ხუჭუჭად ჩაითვალოს, მაგრამ არცთუ ისე სწორი. ფენები თავად იქმნება და შემოქმედებით უწესრიგობას ქმნის, რომელიც ძალიან თანამედროვედ გამოიყურება.
ერთი სიგრძე + ნიკაპამდე "ჩოლკა"
შესანიშნავი ვარიანტია აბსოლუტურად სწორი თმის მფლობელებისთვის. გრძელი "ჩოლკის" დამოკლებული დალალები გამოკვეთს სახის ოვალს, ბზინვარე დალალები კი მხრებზე გადაიშლება.
საშუალო სიგრძის თმისთვის
სამკუთხა "ბობი"
ოდნავ დაგრძელებული ნიკაპამდე და დამოკლებული კეფაზე - ეს "ბობი" წარმოუდგენლად სექსუალურად გამოიყურება სწორედ დაუვარცხნელი იერსახით.
შეგი
ეს გახლავთ იდეალური ვარცხნილობა სქელი და მძიმე თმისთვის. ყოველთვის ისე ჯდება, როგორც საჭიროა და თუ მსუბუქ ომბრეს დაუმატებთ - შესანიშნავად გამოიყურება.
სწორი "ბობი"
სუპერვერსია თხელი, მოცულობის გარეშე თმისთვის: მცირე ასიმეტრია, გვერდზე გადაყოფილი - ეფექტის გასაძლიერებლად - "ჩოლკის" ერთი მხარე ყურს უკან გადაწეული.
მოკლე თმისთვის
პიქსი
სიმართლე ითქვას, მოკლე თმას ისედაც არ სჭირდება დიდი დრო დასავარცხნად, მაგრამ პიქსი უკონკურენციოა. სადაც გინდა გადაიწიო - მუდამ მშვენიერია.