ბოლო დროს შევნიშნე, რომ ჩემი კანი ისე არ გამოიყურება, როგორც ადრე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მიაწერო ცხოვრების აქტიურ წესს, სტრესებს და უძილობას, თანაც ასაკობრივი ცვლილებები, თუმცა, ჯერ ახალგაზრდა ვარ...
უნდა შემეცვალა რაიმე უკეთესობისკენ და დავიწყე მოქმედება. გამიმართლა, ჩემი ერთი მეგობარი ინდოეთში იყო ახლახან და აიურვედა შეისწავლა. სრულიად შემაცვლევინა თავის მოვლის ჩემებური მიდგომები. კანის მოვლის აიურვედა წესი ასე ჟღერს: კანზე მხოლოდ ის უნდა წაისვა, რისი ჭამაც შეიძლება. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრა მას წარმოუდგენელი შედეგი მოაქვს, თანაც, დიდ თანხებსა და დროსაც არ მოითხოვს.
გთავაზობთ აიუვერდული ნატურალური ნიღბების 3 რეცეპტს
ნორმალური კანისთვის
ინგრედიენტები
1 ატამი
1 ს.კ. შვრია
1 ს.კ. თაფლი
მომზადება
მოაცილეთ ატამს კანი, კურკა და კარგად დაჭყლიტეთ ჩანგლით.
დაამატეთ შვრია და თაფლი, კარგად მოურიეთ.
წაისვით კანზე 15 წუთით, შემდეგ მოიცილეთ მინერალურ წყალში დასველებული ბამბის დისკით.
ეს შესანიშნავი ნიღაბი უხდება მშრალ კანს, კარგად ატენიანებს, წმენდს და ამარაგებს ვიტამინებით. რაც მთავარია, მას გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს.
ხილის გამწმენდი ნიღაბი
ამ გამწმენდი ნიღბის ინგრედიენტებად გამოგადგებათ მწიფე კენკრა და ხილი: ბანანი, მსხალი, ატამი, მარწყვი და ჟოლო.
მომზადება
დაჭყლიტეთ საყვარელი ხილი ან კენკრა და წაისვით დატენიანებულ კანზე.
20 წუთში დაიბანეთ თბილი წყლით.
ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ მასაჟის ჯაგრისის ანალოგი ფორთოხლისგან ან გრეიპფრუტისგან.
ამისათვის გაჭერით ნაყოფი შუაზე, გამოწურეთ წვენი. აბაზანის მიღებისას, შიდა მხარით მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ სხეულის მთელ კანზე.
ამგვარად მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს და ჭუჭყს, ვიტამინები და მინერალები კი კანს სასარგებლო ნივთიერებებით მოამარაგებს.
კომპლექსური ნიღაბი მშრალი კანისთვის
½ ს.კ. თაფლი
1 ს.კ. ნაღები
1 ს.კ. ხაჭო
მომზადება
წაისვით სახეზე თაფლი ძილის წინ 10 წუთით, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით.
მომცრო თასში შეურიეთ თანაბარი პროპორციებით ნაღები და ხაჭო.
წაისვით მიღებული მასა სახეზე მასაჟის წრიული მოძრაობებით 5 წუთის განმავლობაში.
დაიბანეთ მინერალური წყლით. უკეთესი ეფექტისთვის გაიმეორეთ პროცედურა ყოველ მეორე დღეს, 2 კვირის განმავლობაში.
ეს ნიღაბი შესანიშნავია მშრალი კანისთვის, თუმცა, ნორმალურ და კომბინირებულ კანსაც მოუხდება. მას გამწმენდი ეფექტი აქვს, ამასთან, არბილებს კანს.