რჩევები

12 ფოტოტრიუკი მათთვის, ვისაც სურს, ფოტოზე ჰოლივუდის ვარსკვლავივით გამოიყურებოდეს

12 ფოტოტრიუკი მათთვის, ვისაც სურს, ფოტოზე ჰოლივუდის ვარსკვლავივით გამოიყურებოდეს
ფოტოს გადაღება ყველას უყვარს, მერე კი არჩევენ, სად გამოვიდნენ კარგად და სად - არა. ფოტოზე მუდამ კარგად რომ გამოიყურებოდეთ, ეს 12 რჩევა გაითვალისწინეთ.
1. ერთი ხელი წელზე, მეორე თეძოზე დაიდეთ. ხელები დახვეწილად, წელი კი თხელი გამოგიჩნდებათ.



2. პირველ პოზას ჰგავს, ოდნავი განსხვავებით. სხეული ოდნავ გადახრილია გვერდზე.



3. მოაჯირზე, მაგიდაზე დაყრდნობისას აკონტროლეთ, რომ მხრები მაღლა არ აგეწიოთ.



4. ხელები მარტივად დაიჭირეთ. მთავარი დაშვებული მხრებია (კისერი რომ გამოჩნდეს) და ღიმილია.



5. დაყრდნობა იდაყვებზეც შეიძლება. ეს პოზა უკეთ წარმოაჩენს სხეულის კონტურს. კარგად გამოდის
ფოტო ქუჩაში.



6. ჩვეულებრივ პოზა იდეალური გახდება, თუ სიმძიმეს ერთ ფეხზე გადაიტანთ, სხეულს კი გვერდზე გადახრით.



7. პორტრეტისთვის საუკეთესო პოზაა. თავი ოდნავ გვერდზე გადახარეთ.



8. ხეს ოდნავ შეეხეთ, მაგრამ არ დაეყრდნოთ.



9. თუ არ იცით ხელებს რა მოუხერხოთ, ჯიბეებში ჩაიწყვეთ.



10. იდეალური რაკურსისთვის ოდნავ შემობრუნდით. გაიშალეთ მხრებში და ასწიეთ ნიკაპი.



11. ხელები კედელს მიადეთ და ოდნავ მიეყრდენით. არ დაივიწყოთ ღიმილი.



12. ამბობენ, რომ გადაჯვარედინებული ხელებით ადამიანი ბარიერის აღმართვას ცდილობს გარშემო მყოფების წინაშე, მაგრამ ფოტოზე ასეთი პოზა იდეალურად გამოიყურება. გაიშალეთ მხრებში და ოდნავ ასწიეთ ნიკაპი.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28