რჩევები

10 პრობლემა, რომლებიც ძალიან მოკლე ვარცხნილობის მქონე ქალებს აწუხებთ

10 პრობლემა, რომლებიც ძალიან მოკლე ვარცხნილობის მქონე ქალებს აწუხებთ
ვინაიდან მოდაში ძალიან მოკლე ვარცხნილობები კვლავ ბრუნდება, გადავწყვიტეთ მოგითხროთ, თუ რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ სტილისტს ეტყვით: "უფრო დაამოკლე, გეთაყვა!"

ყველას არ უხდება


очень короткая стрижка

გგონია, რომ მოკლე ვარცხნილობით დემი მურივით სექსუალური იქნები, მაგრამ გამოდიხარ სალონიდან და ჰგავხარ ზღარბს. გაითვალისწინეთ სახის ტიპი, ყურებისა და თავის ქალის ფორმა, ყელის სიგრძე, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ.

მრავალფეროვანი ვარცხნილობა

очень короткая стрижка

არავითარი დალალები, კუდები და საინტერესო ვარცხნილობა. შენი ყოველდღიური არჩევანი შემოიფარგლება იმით - გადაიყო თმა მარცხნივ თუ მარჯვნივ. და როცა თმა წამოიზრდება, დაიტანჯები
იმაზე ფიქრით, თუ როგორ დაიყენო.

გარშემომყოფების განსჯა

очень короткая стрижка

ყველას დააინტერესებს, თუ რა გახდა ასეთი კარდინალური ცვლილების მიზეზი. ზოგი იფიქრებს, რომ საყვარელ ადამიანს დაშორდი და ნერვებმოშლილმა დაიკორტნე თმა, ზოგი იტყვის, გაგიჟდაო, ზოგი კი საერთოდაც მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ.

გრძელი თმა უფრო გიხდებოდა

женские короткие стрижки

ასევე, უამრავი ადამიანი, იქნება ეს მეგობრები თუ ნათესავები, მუდმივად შეგახსენებს, რომ გრძელი თმა უფრო გიხდებოდა. შეიძლება ასეც კარგი იყოს, მაგრამ ხომ იცი, ხალხს მხოლოდ ჭორაობის საბაბი მიეცი - არ გაჩერდებიან.

მამაკაცთან შედარება

женские короткие стрижки

საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ძალიან მოკლე ვარცხნილობა მხოლოდ მამაკაცებმა უნდა ატარონ. ამიტომ გამუდმებით მათ შეგადარებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად მამაკაცები მოკლე ვარცხნილობას სექსუალურად მიიჩნევენ.

ფენის მუდმივი გამოყენება

женские короткие стрижки

საღამოს აუცილებლად მოგიწევთ შხაპის მერე თმის ფენით გაშრობა, რადგან თუ ამას არ იზამთ, დილით სარკეში საკუთარი გამოსახულების შეგეშინდებათ.

თმის გაზრდის პროცესი

женские короткие стрижки

რამდენიმე ჯოჯოხეთური კვირა გელით, როცა ვარცხნილობას შეუძლებელია ვარცხნილობა უწოდო - უბრალოდ, სრული გაუგებრობაა, სანამ თქვენი მოკლე თმა "კარემდე" მაინც გაიზრდება.

წვიმიანი ამინდი

женские короткие стрижки

როცა გარეთ წვიმს, ყველა ქალი ისედაც ბაბუაწვერას ჰგავს. შენ კი ძალიან სახალისო ბაბუაწვერა იქნები. თუმცა, ეს ყველაზე უარესი არ არის, ზოგს მოსწონს კიდეც.

შოკირებული საყვარელი მამაკაცი

женские короткие стрижки

აი, ვის გაუძნელდება, იერ-სახეშეცვლილ ქალს შეეგუოს. თქვენს საყვარელ მამაკაცს მოენატრება ის დრო, როცა თმაზე გეფერებოდათ. გავა დიდი დრო, სანამ აღგიქვამთ ისეთად, როგორიც ხართ.

კვლავ მოისურვებთ ცვლილებებს

женские короткие стрижки

ასეთია ქალის ბუნება, მუდამ სიახლეები სურს. და უკვე რამდენიმე კვირაში კვლავ მოისურვებ გრძელ თმას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდხანს მოგიწევს ლოდინი. აქ მხოლოდ პარიკები ან თმის მიწებება თუ გიშველის.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93