რჩევები

9 საქმე, რომელიც უნდა მოასწროთ 9 საათამდე

9 საქმე, რომელიც უნდა მოასწროთ 9 საათამდე
თუ დილით გაიღვიძეთ, დაფიქრდით, რომ თქვენ მოგეცათ უნიკალური საშუალება, ისუნთქოთ, იფიქროთ, დატკბეთ და გიყვარდეთ. დღეს შევკრიბეთ ყველა ის მნიშვნელოვანი 9 საქმე, რომელიც მთელ დღეს გაგიბედნიერებთ.

1. ლოცვა

მშვიდ გარემოში მოხერხებულად მოეწყვეთ და ილოცეთ.

2. მადლიერება საკუთარი თავის მიმართ

იყავით იმის მადლიერი, რაც გაქვთ. მცირე საქმის გაკეთების შემდეგაც კი შეაქეთ საკუთარი თავი. არც სხვებისთვის დაგავიწყდეთ მადლობის თქმა.

3. წყლის დალევა

სხეული რომ გამოფხიზლდეს 1 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. ამასთანავე, გაისუფთავებთ ორგანიზმს ტოქსინებისგან. წყალი შიმშილის გრძნობასაც შეგიმცირებთ და თავის ტკივილსაც
მოგიხსნით.


4. ვარჯიში

მსუბუქი ვარჯიში, რომელიც აამუშავებს კუნთებს, ძვლებს. ხერხემალს ელასტიკურობას შეძენს.

5. მუსიკა

განწყობას შეგიქმნით. ამიტომ, გონივრულად უნდა შეარჩიოთ. უმჯობესია, ენერგიაზე მომყვან მელოდიას მოუსმინოთ.


6. ღიმილი

გაუღიმეთ საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს. დილიდან დაიმუხტეთ პოზიტივით.

7. მილაგება

სახლიდან გასვლამდე მოაწესრიგეთ თქვენი ბინა, რათა საღამოს შინ დაბრუნებულმა დალაგებულ ზომაში დაისვენოთ.


8. სია

ჩამოწერეთ დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმეების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ.

9. ჯერ რთული

ეცადეთ, თავდაპირველად რთული საქმე შეასრულოთ. დანარჩენს სწრაფად და ადვილად შეასრულებთ. თუ ჯერ პატარ-პატარა საკითხებს მოაგვარებთ და რთულს შემდეგისთვის შემოინახავთ, მის დასასრულებლად არც დრო დაგრჩებათ, არც ენერგია.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93