მაკიაჟი საოცრებებს ახდენს - მას არა მხოლოდ ვიზუალის და სტილის შეცვლა შეუძლია, არამედ შესწევს ძალა, წლები მოგაკლოს და ბევრად ახალგაზრდა გამოგაჩინოს.
წარმოგიდგენთ მაკიაჟის ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარება, 5-10 წლით პატარა გამოჩნდე.
1. ვარდისფერი ტონალობის ტონალური კრემი
ტონალური კრემების უმრავლესობას ხორბლისფერი ან ყავისფერი ტონი დაჰკრავს, მაგრამ თუ გინდა, სახე უფრო ახალგაზრდულად გამოგიჩნდეს, ვარდისფერი ტონალობა შეარჩიე. რა თქმა უნდა, ისიც კანის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიო, რომ ბუნებრივად დაჯდეს, მაგრამ თუ ოდნავ ვარდისფერი პიგმენტი დაგეტყობა, უკეთესია.
2. ფართო წარბები
ეს უკვე ყველასთვის ცნობილი აქსიომაა. თხელი წარბი ასაკს მატებს, ფართო კი პირიქით - აკლებს. თუ ბუნებრივად სქელი წარბი არ გაქვს, შეგიძლია მოცულობა მაკიაჟით გაზარდო.
3. ატმისფერი ფერუმარილი
„რუმიანა“ - საოცარი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია 10 წელი წამებში მოგიმატოს, ან ბევრად უფრო ახალგაზრდა იერი შეგმატოს, ვიდრე ხარ რეალურად. მისი არჩევისას, უარი თქვი წითელ ტონებზე, უპირატესობა ატმისფერ ან ნაზ ვარდისფერს მიანიჭე და მხოლოდ ყვრიმალებზე წაისვი.
4. გააკეთე აქცენტი წამწამებზე
წლების მატებასთან ერთად, წამწამები ისეთი გრძელი და ხშირი აღარაა, როგორიც იყო. ეს კი აუცილებელია ახალგაზრდული იერის შესაქმნელად. ტუშის შერჩევისას მიაქციე ყურადღება, რომ ის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებდეს თავის საქმეს და ხარისხიანად აგიპრიხოს წამწამები.
5. არ გამოიყენო ლაინერი
„ისრები“ - ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა გოგონაც კი, რომელიც ლაინერს ხმარობს, ასაკთან შედარებით უფრო დიდად გამოიყურება. შეცვალე ის თვალის მსუბუქი ჩრდილით.
6. ბზინვარე ტუჩის საცხი
მიუხედავად იმისა, რომ მოდაში „გლუვი ტუჩს საცხებია, მბზინვარე საცხი შეუდარებელი ანტი-ასაკობრივი საშუალებაა. საქმე იმაშია, რომ ტუჩის საცხი მკვეთრად აჩენს ტუჩის ნაოჭებს, თუ გინდა რომ 5 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, მაშინ გაითვალისწინე ეს რჩევა და არ ინანებ.
7. უარი თქვი პუდრაზე
პირველ რიგში, მლიანად გლუვი კანი ახლა მოდაში არაა და მეორეც, პუდრა ერთ-ერთი პირველი საშუალებაა, რომელიც სახეს აბერებს. ის ყველაზე პატარა ნაოჭსაც კი ხილულს ხდის. თუ გამონაყარის დამალვა გინდა, გამოიყენე სპეციალური საწმენდები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიპუდრო კანი.
8. გამოიყენე თვალის პლასტერი, მაკიაჟის გაკეთებამდე
თვალის ბევრ პლასტირს არ შეუძლია კანზე ისე იმოქმედოს, როგორც ეს საჭიროა, მაგრამ სამაგიეროდ, მისი გამოყენება იდეალურია მაკაიჟამდე. სანამ მეიქაფს შეუდგები, დაიდე თვალის დაბლა პლასტირი 10-15 წუთის განმავლობაში, კანი დაიჭიმება და უფრო მკვრივი გახდება, რაც კოსმეტიკის წასმას ბევრად გაგიადვილებს.
9. კონსილერი სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებით
სამწუხაროდ, ყველასათვის საყვარელი smokey-eyes, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოდურია, ასაკს არ მოგაკლებთ. 35 წლის ზემოთ ასეთ მაკიაჟთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ღია ფერის ტონები კი იდეალური ვარიანტია იმისათვის, რომ ახალგაზრდობა შეინარჩუნოთ. არჩევანი კრემისფერ, ღია ვარდსიფერ და ატმის ტონალობებზე გააკეთეთ. ეს ის ფერებია, რომლებიც საოცრებებს ახდენენ.