ბევრჯერ შევსწრებივარ, თუ როგორ აიძულებენ შუახნის გადაცილებულები ახალგაზრდებს ტრანსპორტში ადგილის დათმობას.
სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებია ფეხზე დგომა არ დამჭირვებია, ავდგამდი თუ არა ფეხს სამარშრუტო ტაქსიში, მაშინვე წამოხტებოდა ვიღაც და დაჯდომას მთავაზობდა. თავიდან ვფიქრობდი, მიმართლებს და ზრდილობიანი ახალგაზრდები მხვდებიან-მეთქი, მაგრამ როცა ადგილის დათმობა თითქმის ჩემი ასაკის ქალმა სცადა, მივხვდი, პრობლემა ჩემში იყო. ტრანსპორტის მინაში საკუთარ სახეს დავაკვირდი და პრობლემის მიზეზს წავაწყდი.
იმ საღამოსვე დავიწყე სახის კანის გამაჯანსაღებელი ნიღბის ძებნა. არაერთი საშუალება ვცადე, თუმცა შედეგი მხოლოდ ერთმა მომცა...
ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ქალბატონებო, ნუ იწუწუნებთ, თუკი ადგილს არ გითმობენ, ეს თქვენი სახის სიჯანსაღეზე მეტყველებს!
ამ ნიღბის დამსახურებაა ის, რომ მე დღეს ტრანსპორტში ადგილს აღარავინ მითმობს და ეს ცხოვრების ხალისს მაძლევს!
ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი ბრინჯი;
- 1 სუფრის კოვზი რძე;
- 1 სუფრის კოვზი თაფლი.
1. მოხარშეთ ბრინჯი ცოტაოდენ წყალში, გაწურეთ. ბრინჯის ნახარში არ გადაღვაროთ, შეინახეთ. გახსენით ერთი სუფრის კოვზი რძე ბრინჯში და დაუმატეთ თაფლი – მიიღებთ საკმაოდ სქელი კონსისტენციის მასას.
2. დაიდეთ ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე. გაიჩერეთ იქამდე, სანამ ნიღაბი მთლიანად არ გაშრება. ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშით.
ოპტიმალური შედეგის მიღებისთვის საკმარისია გაიკეთოთ ბრინჯის ნიღაბი კვირაში მხოლოდ ერთხელ.