რატომ ვიკეთებთ მაკიაჟს? მიზეზი, როგორც წესი სამია: უფრო რომ გავლამაზდეთ, ხაზი გავუსვათ ჩვენს ღირსებებს და დავფაროთ ნაკლი.
ყოველდღიური მაკიაჟი სახის კანისთვის საზიანოა. ტყუილად არ გამოდიან ცნობილი ადამიანები პროტესტით: «no make up».
1. ტრავმას აყენებ კანს
ტონალური ფორებს ავსებს და კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს, ტუში აზიანებს წამწამებს, პომადა - აშრობს ტუჩებს და ფერს უკარგავს.
2. ძილი გაკლდება
მძმე მაკიაჟს დაახლოებით 20 -30 წთ სჭირდება. უმჯობესი იქნება თუ ამ დროს ძილს დაუთმობთ.
3. კანი დროზე ადრე ბერდება
კოსმეტიკის რეგულარული გამოყენება იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. აუცილებლად გააკეთე 3-4 დღიანი შესვენება და დაასვენე კანი.
4. ხარჯავ ბევრ ფულს
თუ ძვირადღირებულ კოსმეტიკას რეგულარულად ყიდულობ, სავარაუდოდ დიდი თანხა გეხარჯება. უმჯობესი იქნება, თუ ფულს გაცილებით სასიამოვნო რამეში დახარჯავ, მაგალითად მოგზაურობაში.
5. არ გრძნობ თავს თავდაჯერებულად მაკიაჟის გარეშე
ეს არის მიზეზი, რატომაც იკეთებ მაკიაჟს ყოველდღე. მის გარეშე თავს არაკომფორტულად გრძნობ. გარშემომყოფებს ტონალური კრემის გამო არ უყვარხარ, მათ შენი გულწრფელობა უფრო მოწონთ. ამიტომ, არ არის საჭირო შენი რეალური სახის მაკიაჟით შენიღბვა.
<div class="apester-media" height="362" data-media-id="5a12b73d588dfe00013631c9"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>