რჩევები

6 რჩევა, დილით დასვენებულმა და მოვლილმა რომ გაიღვიძოთ

6 რჩევა, დილით დასვენებულმა და მოვლილმა რომ გაიღვიძოთ
დამტკიცებულია, რომ ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება და აღიდგენს სასიცოცხლო ძალებს. 6 მარტივი რჩევა საშუალებას მოგცემთ, რომ დასვენებულმა და მოვლილმა გაიღვიძოთ.

1. ალოე ვერას ნიღაბი


ალოე ვერა - უნიკალური მცენარეა, უამრავი სასაგებლო თვისებით. შეურიეთ მისი რბილობი და ლიმონის წვენი. ძილის წინ წაისვით სუფთა სახეზე, ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ. 

2. კბილების გათეთრება


თუ კბილების გათეთრებას შინ აპირებთ, კბილის პასტაზე ძილის წინ გახეხვამდე ცოტა სოდა დააყარეთ. იაფი და ეფექტური საშუალებაა. 

3. ფეხების კრემი


ვაზელინი და ქოქოსის ან ზეითუნის
ზეთი ერთმანეთში შეურიეთ, ძილის წინ ფეხებზე წაისვით და წინდები ჩაიცვით. რამდენიმე დღეში კანი თქვენს ფეხებზე რბილი და აბრეშუმივით სრიალა გახდება. 

4. ტუჩის ბალზამი


თუ ზამთარში ტუჩის კანი გიშრებათ და გისკდებათ, ძილის წინ ქოქოსის ზეთი წაისვით. 

5. მასაჟი


დაძაბული დღის შემდეგ ხელების, ფეხების, მხრებისა და ზურგის მასაჟი გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. მასაჟი გაიკეთეთ ქოქოსის ზეთით.

6. აბუსალათინის ზეთი წამწამებისა და წარბებისთვის


საუკეთესოდ ატენიანებს კანს. ჯანსაღ იერს ანიჭებს წამწამებსა და წარბებს. სასურველია, სახეზე ან მაკიაჟამდე წაისვათ ან ძილის წინ. მოერიდეთ თვალში მოხვედრას.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93