რჩევები

როგორი მაკიაჟით უნდა შეხვდეთ 2019 წელს? რჩევები თვალის ფერის გათვალისწინებით

როგორი მაკიაჟით უნდა შეხვდეთ 2019 წელს? რჩევები თვალის ფერის გათვალისწინებით
საახალწლო მაკიაჟი საჩუქრებსა და ჩაცმულობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორი მაკიაჟით უნდა შეხვდეთ 2019 წლის შემობრძანებას? გახსოვდეთ, რომ მისი მფარველი ყვითელი ღორია.

მაკიაჟამდე ჯერ სახის კანი მოიწესრიგეთ:

  • მოიშუშეთ გამონაყარი, უმკურნალეთ სიწითლეს, დაიტენიანეთ.
  • ყურადღება მიაქციეთ წარბების ფორმას.
  • ჩრდილის ფერებიდან გამოიყენეთ: ყავისფერი, ლურჯი, ყვითელი, იისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი.
  • გახსოვდეთ, რომ მაკიაჟი უნდა შეესაბამებოდეს სამოსსა და მანიკიურს.
  • მაკიაჟში უნდა გამოკვეთოთ არა მარტო თვალები, არამედ ტუჩებიც.
  • კოსმეტიკა უნდა იყოს გამოცდილი, ახალმა ალერგია რომ არ გამოიწვიოს.


მაკიაჟის სრული გაკვეთილი ნაბიჯ-ნაბიჯ

  1. მთელ სახეზე წაისვით ფუძე. იგი თქვენი კანის ფერს
    უნდა შეესაბამებოდეს.
  2. ფანქრით გამოკვეთეთ წარბები. მუქთმიანის წარბები ერთი ფერით ღია უნდა იყოს თმაზე, ქერასი - ერთი ტონით მუქი თმაზე. ნატურალური სქელი წარბი დაიმუშავეთ ცვლით ან გელით.
  3. გამოკვეთეთ თვალები. წაისვით ფანქარი, ლაინერი ამ გაიკეთეთ smoky eyes-ი.
  4. ტუჩებზე ჯერ ფანქრით მოიხატეთ კონტური, შემდეგ გადაისვით ბზინავი საცხი ან პომადა.
  5. "რუმიანა" პომადის ფერს უნდა შეესაბამებოდეს. თუ მოწითალო-ყავისფერი პომადა გისვიათ, სპილენძისფერი "რუმიანა" წაისვით. ღია ფერის პომადას ვარდისფერ-ატმისფერი "რუმიანა" მოუხდება.

1. მაკიაჟი ყავისფერი თვალისთვის




აღმოსავლური სტილის მაკიაჟით შეხვდით ახალი წლის შემობრძანებას. გამოიყენეთ ოქროსფერი, ვერცხლისფერი და ზურმუხტისფერი ჩრდილები. პომადის ფერებიდან: ჟოლოსფერი, ალუბლის ან მარჯნისფერი.


2. მაკიაჟი ცისფერი თვალისთვის



ცისფერთვალებას თოჯინური სილამაზე აქვს. ოდნავ გაიმუქეთ წარბები. თვალები გამოკვეთეთ ფანქრით/ლაინერით. პომადის ფერებიდან აირჩიეთ: ვარდისფერი, ჟოლოსფერი ან სტაფილოსფერი. 

3. მაკიაჟი ნაცრისფერი თვალისთვის



თვალები აუცილებლად გამოკვეთეთ ნაცრისფერი ფანქრით/ლაინერით და ყავისფერი ტუშით. გამოიყენეთ ტერაკოტისფერი "რუმიანა". თუ მუქი ფერის კანი გაქვთ, ჟოლოსფერი და მარჯნისფერი პომადა წაისვით, ღია ფერის კანის მქონე ქალბატონებმა - ამავე ფერის, ოღონდ,ღია ტონალობის. 

4. მაკიაჟი მწვანე თვალისთვის



მომაჯადოებელი ფერის თვალებს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთთ, თუ ზურმუხტისფერ ფანქარს წაისვამთ თვალებს, ნაცრისფერ ან თამბაქოსფერ ჩრდილებს. მეტი ბზინვარებისთვის შეგიძლიათ მწვანე ან ოქროსფერი ჩრდილებიც გამოიყენოთ. რაც შეეხება პომადასა და "რუმიანას", ჩალისფერთმიანებს ნაზი მარჯნისფერი "რუმიანა" და თბილი ტერაკოტის ან სტაფილოსფერი პომადა მოუხდებათ, ფერფლისფერი თმის მქონეებს: ღია ყავისფერი "რუმიანა" და აგურისფერი ან მუქი იასამნისფერი პომადა დაამშვენებთ.   


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი