მე გადავწყვიტე, არ შევგუებოდი ასაკის მატებას. საბედნიეროდ, დღეისათვის უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ დრომ არ დაგვამჩნიოს ხელი ძალიან შესამჩნევად. მსოფლიოში მილიონობით ქალი იბრძვის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ზოგი პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებს, ზოგი ბოტოქსს და ფილერებს, ზოგი „სილამაზის ნემსებს“, ზოგი კი შინაურ პირობებში მომზადებული ნიღბების რეცეპტებით

დაგჭირდებათ
4 ს.კ. წითელი ღვინო

1 ჩ.კ. რძე
ცოტაოდენი ფქვილი
ღვინის ნიღბის საიდუმლო
შეურიეთ ინგრედიენტები კარგად, წაისვით სუფთა კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
წითელი ღვინო შესანიშნავად წმენდს კანს, ეხმარება მკვდარი უჯრედების მოცილებაში, კარგი მატონიზირებელია.
რძე - სუპერპროდუქტია კანისთვის. ის 3000 სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, მათ შორის, ამინომჟავებსა და ვიტამინებს. რძის ცხიმი ღრმად ატენიანებს კანს, სასარგებლო ნივთიერებები კი ამაგრებს კანის საფარს.
პროცედურის ჩატარების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი. უმჯობესია, ეს ნიღაბი გააკეთოთ საღამოს.