რჩევები

ტოპ-5 ძალიან გამოსადეგი აპლიკაცია, რომელიც ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს სმარტფონში

ტოპ-5 ძალიან გამოსადეგი აპლიკაცია, რომელიც ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს სმარტფონში
ბარათი, ყურსასმენები და მობილური - ეს ის სამი ნივთია, რომელიც თითოეული ჩვენგანის თანმდევია. მრავალფუნქციური ანდროიდი ბევრ ინფორმაციას ინახავს, თუმცა ჩვენ მისი მეხსიერების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და მიზნობრივად გამოყენება შეგვიძლია. მათ რიცხვში უდავოდ შედის ქვემოთ მოცემული 5 აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერი გოგონას მობილურს კიდევ უფრო "გოგოურს" გახდის:

Lose weight in 30 Days


2018 წლის ეს აპლიკაცია აერთიანებს როგორც ვარჯიშებს, ისე სწორი კვების მენიუს და თუ ზუსტად მიჰყვებით ინსტრუქციას, ერთ თვეში იდეალურ ფორმაში ჩადგებით. 

Period Calendar Ovulation Tracker


გოგონებს
ხშირად ავიწყდებათ, როდის უნდა ელოდნენ მენსტრუაციას. ეს კალენდარი კი საუკეთესო საშუალებაა ჩაინიშნოთ, როდის დაგეწყოთ ციკლი და იგი თვითონ შეგახსენებთ შემდეგ ფერტილურ დღეებს. საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ რჩევებს... 

10 000 + Eye Makeup step by step


აპლიკაცია თვალის ჭრილისა და ფერის მიხედვით 2018 წლის მოდურ მაკიაჟებს გთავაზობთ. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით სასურველი მაკიაჟის გაკეთებას.

Nail Design


აქ ნახავთ მასტერკლასს, თუ როგორ უნდა მოიხატოთ ფრჩხილები სულ რაღაც ათ წუთში. ამ აპლიკაციის მთავარი ღირსება ისაა, რომ არაპროფესიონალებისთვისაც კი ყველაფერი მარტივად გასაგებია.


Square InstaPic - Photo Editor & Collage Maker


მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია მრავალფუნქციურია, ის ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და რამდენიმე წამში თქვენს ფოტოებს უჩვეულო ხიბლს შესძენს. აპლიკაცია ეფექტური ჩარჩოებით ფოტოკოლაჟების გაკეთებაშიც დაგეხმარებათ.






FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93