გაზაფხული სითამამეს ითხოვს, თუნდაც, მაკიაჟში. ხართ მზად მოდური ექსპერიმენტებისთვის?..
ყვავილებით
ყველაზე ლამაზი ვარიანტია. შეგიძლიათ ყვავილები დაიხატოთ ან უკვე გამზადებული მიიწებოთ. რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური მაკიაჟი არაა. ის შეგიძლიათ ქორწილში, წვეულებაზე ან დაბადების დღეზე გაიკეთოთ.
გლიტერით
ბზინვარე ეფექტის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. გლიტერი დაბრუნდა და ის შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ.
კატის ეფექტი
რეტრო-ეფექტი მუდამ მოდური და მიმზიდველია. განსაკუთრებით, გაზაფხულზე, როცა მზერით მამაკაცის ყურადღება უნდა მიიზიდოთ.
რუსუდან გელაშვილი