ყველაფერი ლაზერული ეპილაციის შესახებ: რომელი სახეობა უნდა ავირჩიოთ, რომ არასასურველი თმისგან სამუდამოდ გავთავისუფლდეთ - Marao

ყველაფერი ლაზერული ეპილაციის შესახებ: რომელი სახეობა უნდა ავირჩიოთ, რომ არასასურველი თმისგან სამუდამოდ გავთავისუფლდეთ

2020-06-04 10:01:19+04:00

სილამაზისკენ სწრაფვის სურვილი ქალში გენეტიკურადაა ჩადებული. ისტორიკოსები და არქეოლოგები ადასტურებენ, რომ ქალები გარეგნობაზე უძველესი დროიდან მოყოლებული ზრუნავენ.

იყენებდნენ კოსმეტიკას და სხეულიდან არასასურველი თმის მოშორებასაც ცდილობდნენ. გლუვი კანის მოდა ევროპაში აღმოსავლეთიდან მოვიდა. უძველეს დროშიც თმის მოცილება სხეულიდან ესთეტიკის და კარგი გემოვნების ნიშნად ითვლებოდა.

მრეწველობის განვითარებასთან ერთად, გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქალებს საშუალებას აძლევს, სპეციალისტების დახმარებით ეფექტურად მოიშორონ სხეულიდან ზედმეტი თმა.

თმის მოცილების ყველა არსებული მეთოდი ერთ პრინციპზეა დაფუძნებული - თმის ფოლიკულების განადგურება.

არასასურველი თმის სამუდამოდ მოსაშორებლად, აპარატურული კოსმეტოლოგიის გამოყენებაა საჭირო, რომლის დროსაც, თმის ფოლიკულა სხვადასხვა სახის ენერგიის ზემოქმედების შედეგად ნადგურდება.

მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ და ლაზერული ეპილაციის ყველაზე გავრცელებული სახეობები მიმოვიხილო. ლაზერული ეპილაციით ხშირად მისარგებლია და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი კლინიკისა და გამოცდილი კოსმეტოლოგის შერჩევა. არაპროფესიონალი კოსმეტოლოგის ან უხარისხო აპარატით სარგებლობის შემთხვევაში არსებობს შანსი, მიიღოთ დამწვრობა ან პიგმენტური ლაქები. ამას გარდა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რომელი სახეობა რა შემთხვევებში უნდა აირჩიოთ და რომელია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური.

როგორ მუშაობს ლაზერული ეპილაცია?

ლაზერის სხივი ათბობს თმას და ამასთან ერთად, ანადგურებს ფოლიკულას და იმ სისხლძარღვსაც, რომელიც მას კვებავს. პროცედურის შემდეგ თმები კანის ზედაპირზე რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია, დაიცადოთ 2 კვირა. არ გამოიყენოთ ცვილი და დეპილატორი. თმა თავისით უნდა მოშორდეს კანს.

1. ალექსანდრიტი

სახელი - ქრომით გამდიდრებული ალექსანდრიტის კრისტალის გამოყენების გამო ჰქვია. იდეალურია ტუჩის ზედა არეში გამოსაყენებლად, მაგრამ არ არის რეკომენდებული გარუჯულ კანზე გაკეთება. ამ მეთოდს ღია ფერის კანის მქონე, მუქთმიანმა ადამიანებმა უნდა მიმართონ. რაც უფრო მუქი და უხეშია თმა, მით უფრო შესამჩნევი იქნება ეფექტი.

2. დიოდი

დიოდის შემთხვევაში, თმა კანის ზედაპირიდან 10-14 დღის შემდეგ გაქრება. უმეტესობა აპარატებისა გარუჯულ კანზეც გამოიყენება, ოღონდ მზეზე ყოფნიდან 3-5 დღე უნდა გავიდეს. გამაგრილებელი და ვაკუუმური სისტემა ტკივილის შეგრძნებას მინიმუმამდე ამცირებს. შეიძლება კანის გაცხელება და მსუბუქი ჩხვლეტა იგრძნოთ. სიწითლე 1 სთ-ში გაივლის.

3. ნეოდიუმი

ნეოდიმური ლაზერის გამოსხივება ცუდად შეიწოვება მელანინში და კარგად - ჰემოგლობინში. ამიტომ ის გამოიყენება სისხლძარღვთა მკურნალობის დროს, სვირინგის მოსაცილებლად და გაახალგაზრდავების პროცედურებშიც.

სისტემა თავდაპირველად შემუშავებული იყო მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ რუჯი არ არის შემაფერხებელი მისთვის. სეანსი შეიძლება ზაფხულშიც ჩატარდეს. აპარატები აერთიანებს ალექსანდრიტის და ნეოდიმის ლაზერს.

4. ფოტოეპილაცია

იმისთვის, რომ თმისგან სამუდამოდ გათავისუფლდეთ, დიდი მოთმინების უნარი დაგჭირდებათ. მთავარი პირობაა, თმა ზრდის პროცესში იყოს, რომ თავიდან არ ამოვიდეს.

  • მნიშვნელოვანია, რომ თმის ფერი კანის ფერზე მუქი იყოს. თუ გარუჯული ქერა ხართ, ეს მეთოდი თქვენთვის არ არის შესაფერისი. ფოტოეპილაციის სრული კურსი საშუალოდ 6 თვიდან - 1 წლამდე პერიოდს მოიცავს.

5. ასკლეპიონის ეპილაცია

ლაზერი ერთდროულად რამდენიმე ქრომოფორზე ზემოქმედებს. ის ძალიან კარგად შთაინთქმება მელანინსა და ჰემოგლობინში. ამიტომ ასეთი გამოსხივება ინტენსიურად ზემოქმედებს სისხლძარღვებზე, რომლებიც კვებავს თმას და პიგმენტზე, რომელიც თმის ფერს განსაზღვრავს. სხვა ლაზერული ეპილაციის აპარატებისგან განსხვავებით, ის აცილებს ნებისმიერი სისქის, მუქ, ღია ფერის და ჭაღარა თმასაც კი.

პროცედურა მაქსიმალურად კომფორტული და სრულიად უმტკივნეულოა. პაციენტი სასიამოვნო და მსუბუქ სითბოს იგრძნობს.

თმის მოცილება საოცარი სიზუსტით ხორციელდება და ლაზერის სხვა სახეობებთან შედარებით, გაცილებით სწრაფია.