რჩევები

სრული სიმართლე საღეჭ რეზინზე

სრული სიმართლე საღეჭ რეზინზე
ბელა ფაბრიაკი, სტომატოლოგ-თერაპევტ/ორთოპედი, რომელსაც 16 წლის მუშაობის სტაჟი აქვს.
„საღეჭი რეზინის ორნაირი სახეობა არსებობს: შაქრით და უშაქროდ. პირველი ყველაზე მავნებელია. შაქარი - ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, რომლებიც კბილის ემალს აფუჭებს. ყველაზე მისაღები ვარიანტი უშაქრო საღეჭი რეზინია. მათი დაღეჭვა სასიამოვნოა და ბაქტერიების გაჩენას უშლის ხელს.

Image result for bubble gum gif

მნიშვნელოვანია, რომ საღეჭი რეზინი მხოლოდ ჭამის შემდეგ გამოიყენოთ და ისიც მხოლოდ 10 წუთით. მისი წყალობით ფერმენტები გამოიყოფა, რომლებიც პირის ღრუს სიჯანსაღეს უწყობს ხელს. თანამედროვე სამყაროში იშვიათად გვხვდება მაგარი საკვები. ჩვენ ძირითადად
რბილი საჭმლით ვიკვებებით. შესაბამისად, ღრძილები ვერ იღებს საჭირო დატვირთვას და სუსტდება. ასეთ შემთხვევაში, საღეჭი რეზინი ერთგვარი ტრენაჟორია მათთვის. ოღონდ ეცადეთ, რომ ის თანაბრად ღეჭოთ ორივე ყბით, რათა კუნთები ორივე მხარეს ამოძრავდეს.

Image result for bubble gum gif
თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებით საპირისპირო მხარეც არსებობს. ადამიანების უმრავლესობა საღეჭ რეზინს მხოლოდ კვების შემდეგ არ ღეჭავს, არამედ იმისთვის, რომ დაიმშვიდონ ნერვები, დაანებონ მოწევას თავი ან უბრალოდ, გაიჯანსაღონ სუნთქვა. ამის გაკეთება კი ხშირად საზიანოა. ჯერ ერთი, დაიმახსოვრეთ, რომ ამ მომენტში კუჭში წვენი გამოიყოფა, რომელიც მის ფუნქციას არღვევს; მეორე, ნერწყვის ხშირი გამოყოფა აქრობს კალცს, ეს კი კარიესის გაჩენას უწყობს ხელს  და მესამეც, არ არის სასურველი ქიმიური დანამატების შემცველი პროდუქტების მოხმარება, რომლებიც საღეჭ რეზინში შედის. მათ ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი აქვთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ საღეჭი რეზინი ჰიგიენის შენარჩუნებაში გეხმარებათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს პირის ღრუს სრულფასოვან მოვლას. აღიქვით ის ისე, როგორც დამატებითი საშუალება, რომელიც კარიესის წარმოქმნის რისკს ამცირებს და რომელიც ყოველთვის ხელთ გაქვთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93