რჩევები

მოდური რჩევები 45 წელს გადაცილებული „სტილის დედოფლებისგან“

მოდური რჩევები 45 წელს გადაცილებული „სტილის დედოფლებისგან“
45 წელი - ის ასაკია, როცა ქალს ნახევარი ცხოვრება გავლილი აქვს. უკვე დედა ხარ, ზოგჯერ ბებია, ზოგჯერ კი შეყვარებული. ქალი 45 წლის შემდეგაც უნდა გამოიყურებოდეს ელეგანტურად. აი, რა მაგალითს გვაძლევენ ვარსკვლავები:

ჯულიანა მური



სიამოვნებით იცვამს ჯინსს, კედებსა და ბოტასებს, საინტერესო პრინტიან ზედას ან ოვერსაიზს. გარდერობში საბაზისო სამოსი აქვს, რომელიც მოდიდან არ გადადის.  

კეიტ ბლანშეტი



საბაზისო სამუსი არ უყვარს. მუდამ დახვეწილი და ელეგანტურია. შეიძლება სადა შავი კაბა ეცვას, მაგრამ აუცილებლად მდიდრული ჩანთა ეჭირება ხელში.  

სინდი კროუფორდი



50
წელს გადააბიჯა, მაგრამ მაინც სამაგალითოა. ხშირად აცვია ჯინსი, ფართო კაბები, მაისურები და შარვლები.  

შერონ სთოუნი



არც ცდილობს, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. მოდური ექსპერიმენტები არ ხიბლავს. უყვარს კაბები, რომლებიც ფიგურას გამოკვეთს, მოკრძალებულები და დახვეწილები.  

სარა ჯესიკა პარკერი



უყვარს ექსპერიმენტები. ყოველდღიურ ცხოვრებაში კედებზე ხშირად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია.  

ჯენიფერ ლოპესი



არც სცენაზე და არც ცხოვრებაში ფორმებს არ მალავს. სექსუალური სამოსიც აცვია, სადაც და მდიდრულიც. მთავარია, სხეული წარმოაჩინოს საუკეთესოდ.  

გვენ სტეფანი



უკვე 49 წლისაა, მაგრამ 27 წლის გოგოსავით გამოიყურება. უყვარს წითელი პომადა და გლემ-როკოს სტილი.  
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93